კახა კალაძე

6 Jun. 2023, 12:29

ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს.

ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები... ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი
ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზია უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე…