ტეილორ სვიფტმა კონცერტზე ფანებს პრაიდის თვე მიულოცა
ცნობილმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალური ტურნე წამოიწყო. ივნისის პირველ კონცერტზე მუსიკოსმა ფანებს მიმართა, პრაიდის თვის დადგომა მიულოცა და ლგბტქ თემისთვის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა.
"პრაიდის თვეს გილოცავთ! მინდა იცოდეთ, რომ ეს თქვენთვის უსაფრთხო სივრცეა, აქ თქვენს არსებობას აღვნიშნავთ. ვისურვებდი, ქვიარ ადამიანებს ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ თავი დაცულად იგრძნონ", — აღნიშნავს არტისტი.
ასევე, ტეილორმა თავისი სიმღერა You Need To Calm Down ახსენა, რომელიც ლგბტქ თემის პრობლემებს ეხმაურება და ჰომოფობებს მიემართება. მუსიკოსის თქმით, ფანებთან ერთად ამ სიმღერის შესრულება სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას უქმნის და ერთმანეთის მიმართ უდიდეს მხარდაჭერას და მიმღებლობას აგრძნობინებს, რითაც ძალიან ამაყობს. მომღერალმა მიმართვისას ქვიარ თემისთვის მძიმე პოლიტიკურ სიტუაციასაც გაუსვა ხაზი.
"რა თქმა უნდა, პრაიდზე ლაპარაკი ტკივილის გარეშე არ გამოდის. უამრავი კანონპროექტი თუ ინიციატივა არსებობს, რომელიც ქვიარ ადამიანებს აზიანებს და რისკის ქვეშ აყენებს. პრაიდის თვის აღნიშვნა აზრს კარგავს, თუ მეტ ინფორმაციას არ მოვიძიებთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამ საკითხებს წყვეტენ. უნდა ვიცოდეთ, არიან თუ არა ისინი თემის მხარდამჭერები? დაიცავენ თუ არა თანასწორობას? ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ხმას არჩევნებზე?" — ამატებს მომღერალი.
სვიფტმა ლგბტქ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია 2018 წელს გააჟღერა, როდესაც პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მომღერალმა ამ თემაზე მის დოკუმენტურ ფილმ მის ამერიკანაშიც ისაუბრა.
პრაიდის თვე ლგბტქ ადამიანების მეტ ხილვადობას, მათ პრობლემებზე საუბარსა და მათი იდენტობის აღნიშვნას ეთმობა და მას მსოფლიო ივნისში აღნიშნავს. პრაიდის თვესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ღონისძიებები იგეგმება. საქართველოში 2023 წლის პრაიდ კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
ამავე თემაზე:
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები