საერთაშორისო ლიდერები კახოვკის ჰესის აფეთქებას ომის დანაშაულს უწოდებენ — გამოხმაურებები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 ივნისს, დილით, ოკუპანტებმა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
- მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაწყებულია წყლის ნაკადის დასახლებული ტერიტორიისკენ გადინება, რაც დატბორვის საფრთხეს ზრდის.
- მაგალითად, არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე.
- რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ჰიდროელექტროსადგური უკრაინამ დაბომბა და ახლა მზადაა, ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანოს.
უკრაინული მხარე: ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსი ტერორისტები ჩადენილით მხოლოდ უდასტურებენ მთელს მსოფლიოს, რომ ისინი უკრაინის მიწის ყველა ნაწილიდან უნდა განიდევნონ.
- ამბობს, რომ მათ ერთი მეტრი მიწაც არ უნდა დარჩეთ, რადგან ისინი ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ და მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას.
- "ტერორისტები ვერ შეძლებენ, შეაჩერონ უკრაინა წყლით, რაკეტებითა თუ ნებისმიერი სხვა გზით. კახოვკაში ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო", — ამბობს პრეზიდენტი.
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ამით რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
- "ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაგდებაა", — წერს კულება.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მორიგი სამხედრო დანაშაული და ეკოციდია.
- როგორც იერმაკმა Telegram-ზე აღნიშნა, ამის გამო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სასწრაფოდ იწვევს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს.
- "დღეს ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია. ჩვენ მტრი უნდა დაისაჯოს საერთაშორისო დონეზე", — წერს ერმაკი.
საერთაშორისო გამოხმაურება: მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად შეაფასა და მომხდარი დაგმო.
- "პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ წყალდიდობასთან გამკლავებაში და მხარი დაგიჭიროთ ზიანის შემცირების ძალისხმევაში", — დაწერა მან ტვიტერზე.
- რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებას ომის დანაშაულად მოიხსენიებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც.
- "შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე უპრეცედენტო თავდასხმით. რუსეთი და მისი მარიონეტები პასუხს აგებენ", — წერს მიშელი.
- ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კი ჰესის აფეთქებას დანაშაული და უგუნურობა უწოდა.
- "ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას", — დაწერა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.
- მომხდარს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.
- "ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში", — დაწერა მან.
გარდა ამისა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ომის დამნაშავეების დასჯის აუცილებლობას ხედავს ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი.
- "ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და საჭიროა მისი შეჩერება", — დაწერა მან.
- ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ტვიტერზე დაგმო ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
- "მთავარი კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. უკრაინამ კი ამ ომში გაიმარჯვოს, რათა უსაფრთხოდ იყო".
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები