ირაკლი ღარიბაშვილი

6 Jun. 2023, 15:48

ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის. კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით — ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე — ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მაგალითად, რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს…