ერეკლე მეფის იუბილე, იორდანიის კულტურის ცენტრი — რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს კანონმდებლობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა.
- ასეთი ფონდიდან თანხების განკარგვის მიზანი შეიძლება, იყოს სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.
- თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთითებენ, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალობით გამოირჩევა.
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ხარჯებზე არ ვრცელდება შესყიდვების შესახებ კანონი.
- შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას სარეზერვო ფონდებიდან, თავისუფლად შეუძლიათ, შესყიდვები ტენდერების გვერდის ავლით განახორციელონ.
დეტალები: ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 55 000 000 ლარით განისაზღვრა.
- სარეზერვო ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 50 895 300 ლარი, საკასო შესრულებამ კი — 49 581 700 ლარი შეადგინა.
- ქვემოთ მოცემულია ფონდიდან დაფინანსებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ან გადაუდებელი ხარჯების კატეგორიაში არ ჯდება.
მთავრობის ადმინისტრაცია: მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესა და ნიკო ფიროსმანის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დაფინანსება — 719 501,68 ლ.
- მთის კვირეულის ფარგლებში (თუშეთში, ყაზბეგში, შოვსა და მესტიაში) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება — 2 079 154,49 ლ.
- ღვინის ფესტივალის ფარგლებში (26 ლოკაციაზე) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება — 7 455 724,02 ლ.
- უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსება — 3 755 904,98 ლ.
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსება — 1 255 933,11 ლ.
- საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ განკარგულებისა და 2022 წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება — 8 880 504,78 ლ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება — 228 382, 50 ლ.
- ლობისტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ჩართველ სთრაითეჯი გრუფთან (The Chartwell Stretege Group, LLC) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება — 1 248 135 ლ.
თავდაცვის სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსება — 1 862 530, 91 ლ.
კულტურის სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსება — 1 418 234, 36 ლ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: თანამშრომელთა მივლინებების, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება — 699 336,09.
პროკურატურა: პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის რიგით 27-ე წლიური კონფერენციისა და ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა გენერალური შეხვედრის სათანადოდ ორგანიზებისა და აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება — 996 379, 65 ლ.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები