Hocus Pocus მესამე ფილმით დაბრუნდება
აბრაკადაბრა!
სეილემში კიდევ ერთხელ დავბრუნდებით — დისნეიმ დაადასტურა, რომ კლასიკად ქცეული საჰელოუინო ფილმი Hocus Pocus მესამე ნაწილით გაგრძელდება. კინოსტუდიის ხელმძღვანელმა შონ ბეილიმ განაცხადა, რომ ამჟამად რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ Hocus Pocus 3 არის.
Hocus Pocus 2 წინამორბედის გამოსვლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე, იხილა მაყურებელმა. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე არაერთი რეკორდი მოხსნა და Disney+-ის სტრიმინგ პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ დისნეიმ მისი გაგრძელება სამომავლო გეგმებში შეიტანა.
ჯერჯერობით, Hocus Pocus 3-ის შესახებ სხვა ინფორმაცია ცნობილი არაა. არც ის ვიცით, ვიხილავთ თუ არა ამ ფილმში ლეგენდარულ ტრიოს — ბეტ მიდლერს, სარა ჯესიკა პარკერსა და კეთი ნაჯიმის — რომლებმაც წინა ორ ნაწილში დები სანდერსონები განასახიერეს. თუმცა, სამივე მსახიობმა პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.
"ყოველთვის მშურდა მათი, ვისაც თავიანთი საყვარელი პერსონაჟის განსახიერების საშუალება არაერთხელ მიეცათ", — განაცხადა მიდლერმა შარშან, — "ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება [მესამე ფილმში] მოვლენები განვითარდეს, მაგრამ უინიფრედი, სარა, მერი და ჩვენი ურთიერთობა ძალიან მიყვარს".
სანდერსონებთან ერთად კი, Hocus Pocus 3-ში, შესაძლოა, პირველი ფილმის გმირებიც ვიხილოთ — მაქსი, დანი და ელისონი. პერსონაჟების დაბრუნების სურვილი გამოთქვეს მსახიობებმაც და ფილმის შემქმნელებმაც.
"პირველ ფილმში მონაწილე მსახიობების Hocus Pocus 2-ში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ეს ვერ გამოდიოდა", — ამბობს სცენარისტი ჯენ დ'ანჯელო, — "თუმცა, იმედია, მესამე ფილმში მაქსს და ელისონს კალიფორნიაში ისევ გადავეყრებით".
Hocus Pocus 1993 წელს გამოსული ფენტეზი ფილმია, რომელიც მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ სეილემში მცხოვრები სამი ჯადოქარი დის შესახებ მოგვითხრობს. სანდერსონები 300-წლიანი ძილის შემდეგ ჰელოუინის ღამეს ანთებული სანთლით იღვიძებენ და მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბავშვებზე ნადირობას იწყებენ. იმის მიუხედავად, რომ ფილმი თავდაპირველად დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა, წლების შემდეგ ის ჰელოუინის ნამდვილ კლასიკად იქცა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები