რა არის და რომელ აქციებს ყიდულობენ ჰეჯ-ფონდები
ჰეჯ-ფონდები (Hedge Fund) ისეთი საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებიც ცნობილი ინვესტორების ქონებას აკონტროლებენ და მათ მილიარდობით დოლარებს აქციებში აბანდებენ.
ცოტა ხნის წინ მსხვილმა ჰეჯ-ფონდებმა კვარტალური ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდა, თუ რომელი აქციებია ახლა მათი ყურადღების ცენტრში.
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდები სწორედ იმ აქციებს ყიდულობენ, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ხელოვნურ ინტელექტთან. მაგალითად, სტენლი დრაკენმილერისა და დეივიდ ტეპერის ფონდებმა ფული ჩადეს Microsoft-სა და Nvidia-ში.
ცნობილია, რომ ეს კომპანიები თავის პროდუქტებს ხელოვნურ ინტელექტთან აქტიურად აკავშირებენ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კომპანიებს ზრდას უწინასწარმეტყველებენ.
გარდა ამისა, ჰეჯ-ფონდების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბილ აკმარისა და დანიელ ლობის ფონდებმა ძალიან დიდი პოზიცია გახსნეს Alphabet-ში, რომელიც Google-ის დედა კომპანიაა.
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ამას მასთან დაკავშირებული კომპანიების ზრდაც ადასტურებს და ის ინტერესიც, რასაც მისდამი ინვესტირებაში გამოცდილი ადამიანები და ინსტიტუტები იჩენენ.
- Microsoft (MSFT) — ამ კომპანიის აქციების ღირებულება, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, 38%-ით არის გაზრდილი და ამჟამად, მისი ერთი აქცია 325 დოლარად ივაჭრება;
- Nvidia (NVDA) — ჩიპების მწარმოებელმა ამ კომპანიამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა აჩვენა. 2023 წლის დასაწყისთან შედარებით, მისი აქციები 169%-ით არის გაზრდილი. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს ერთ აქციას 385 დოლარად შეიძენ;
- Alphabet (GOOG) — როგორც ცნობილია, ეს Google-ის დედა კომპანიაა, რომლის მიმართაც ინტერესი არასდროს ნელდება. Alphabet-მა წლის დასაწყისთან შედარებით აქციების ღირებულება 41%-ით გაზარდა. ბოლო მაჩვენებლებით, მისი ერთი აქციის ფასი 122 დოლარია.
ინვესტირებისას მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიებს დავაკვირდეთ, რომლებიც სტაბილურად იზრდებიან. მთავარია, ზრდის მიზეზების შესახებ ინფორმაციასაც ამომწურავად ვფლობდეთ. თუ საინვესტიციო სიახლეები გაინტერესებს და გინდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივად საქმის კურსში იყო, არ გამოტოვო საქართველოს ბანკისა და Galt&Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვები, სადაც საინვესტიციო სამყაროზე უამრავ საინტერესო სიახლეს გაიგებ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები