ტესტი: რა იცი DevOps-ის შესახებ?
ტექნოლოგიური კომპანიები, კონკურენციის პირობებში, პროდუქტების მომხმარებლამდე მიტანას განსაკუთრებით ჩქარობენ. პროდუქტების ხელმისაწვდომობის სწრაფ უზრუნველყოფაში არაერთ მიდგომას შეაქვს წვლილი. თუმცა, როგორ მუშაობს ეს მიდგომები, რა უნდა ვიცოდეთ მათ დასანერგად?
ტექნოლოგიურ კომპანიებში DevOps-ის დანერგვას ხანდახან კრიტიკულად მნიშვნელოვანსაც კი უწოდებენ და ბუნებრივია, მას საქართველოშიც იყენებენ, ისეთ ტექნოლოგიური კომპანიაშიც, როგორიც თიბისია. შესაბამისად, გარკვეული მოლოდინი არსებობს, რომ ამ კუთხით ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ცოდნა უკვე დაგროვდა.
ამ ქვიზში შეძლებ, შეამოწმო შენი ცოდნა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაში — DevOps.
ტესტი: რა იცი DevOps-ის შესახებ?
ტესტის დაწყება1 / 10 პირველ რიგში ის მითხარი, რა არის DevOps?
- პროექტების მართვის მეთოდოლოგია
- პროგრამირების ენა
- software დეველოპმენტისა და ოპერაციების მართვის მეთოდოლოგია
2 / 10 ჩამოთვლილთაგან რომელია DevOps-ის საკვანძო პრინციპი?
3 / 10 DevOps-ის მთავარი მიზანია:
- ხელით შესასრულებელი თითოეული საქმის ავტომატიზაცია
- პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლამდე მიტანის დაჩქარება
- მოგების მაქსიმიზაცია
- პროგრამულ უზრუნველყოფაში დეფექტების მინიმუმამდე დაყვანა
4 / 10 ზემოთ უწყვეტი ინტეგრაცია (CI) ვახსენეთ. რას ნიშნავს ეს ტერმინი DevOps-ის კონტექსტში?
- დოკუმენტაციის ხელსაწყოს
- გაზიარებულ საცავში კოდური ცვლილებების თანდათანობით შეტანას
- software დეველოპმენტის სტრატეგიას
- უსაფრთხოების ტესტირების ტექნიკას
5 / 10 და უწყვეტ დეველოპმენტზე (CD) რას გვეტყვი? რა არის ის?
- მონაცემთა ბაზის მართვის ხელსაწყო
- ვერსიის კონტროლის სისტემა
- Production-ში პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებათა ავტომატური ჩაშვება
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ტექნიკა
6 / 10 DevOps-ში ეს ხელსაწყო ხშირად გამოიყენება ვერსიის მართვისთვის:
7 / 10 რა არის ინფრასტრუქტურა, როგორც კოდი (IaC) DevOps-ში?
- კოდის მეშვეობით ინფრასტრუქტურის დანერგვის ავტომატიზაცია
- software დეველოპმენტის მეთოდოლოგია
- ინფრასტრუქტურის მართვა ფიზიკური აპარატული უზრუნველყოფის გამოყენებით
- პროგრამული უზრუნველყოფის კოდის რამდენიმე ენაზე დაწერა
8 / 10 რა არის უწყვეტი მონიტორინგის მიზანი DevOps-ში?
- პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების დაყენების ავტომატიზაცია
- მომხმარებელთა უკუკავშირისთვის თვალის დევნება და გაანალიზება
- software ტესტირებისას კოდის 100%-იანი coverage-ის უზრუნველყოფა
- პროდუქციის გარემოში პრობლემების მონიტორინგი და იდენტიფიცირება
9 / 10 რა როლი აქვს კონფიგურაციის სამართავ ხელსაწყოს DevOps-ში?
- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებზე მომხმარებელთა წვდომის მართვა
- სერვერის კონფიგურაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების ავტომატიზაცია
- Source code-ის ფაილებში ცვლილებებისათვის თვალის მიდევნება
- სამომხმარებლო ინტერფეისების დაპროექტება
10 / 10 კონტეინერიზაციის რომელ ტექნოლოგიას იყენებენ DevOps-ში?
თუ ეს სფერო შენთვის ნაცნობია ან გინდა უფრო კარგად გაიცნო, 7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც DevOps-ია.
კომენტარები