ციფრული გამოფენა EVOlusion — ახალი შესაძლებლობებისთვის
რა გახსენდება, როცა ახალი სამსახურის ძიებაზე ფიქრობ? — ალბათ დასაქმების ვებსაიტებზე გრძელი, მოსაწყენი ვაკანსიების კითხვა, კიდევ უფრო მოსაწყენ გასაუბრებებზე სიარული და პასუხის მოლოდინში გასული უამრავი კვირა. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც ახალი შესაძლებლობების ძიებას სასიამოვნო მომენტად აქცევენ. ასეთია Evolution Georgia, რომელიც ამჯერად ციფრულ წარმოდგენაზე EVOlusion გეპატიჟებათ.
EVOlusion აუდიოვიზუალური გამოფენაა, რომელსაც ჰოლოზეუმი უმასპინძლებს. მუზეუმში Evolution-ის გაციფრულებული ოფისი დაგხვდებათ და შესაძლებლობა გექნებათ, ვირტუალურად დაათვალიეროთ კომპანია, გაესაუბროთ ტალანტების მოძიების გუნდს, მიიღოთ ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და გაერთოთ.
ციფრული გამოფენა 14 ივნისს გაიმართება და სტუმრებს ინტეგრირებულ გამოცდილებას ჰპირდება.
"ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებისთვის Evolution-თან ურთიერთობა განსაკუთრებულ გამოცდილებასთან და შეგრძნებებთან იყოს დაკავშირებული. ინოვაციურობა არის ის, რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, პროდუქტის შექმნიდან — მომხმარებლამდე მის მიტანამდე. ეს ფორმატი კი საინტერესოდ და თან ძალიან ორგანულად მიგვაჩნია ისეთი კომპანიის აუდიტორიის გასაცნობად, სადაც სამუშაო ასაკი 23 წელია და ჩვენი თანამშრომლებიც უმეტესად ახალ თაობას წარმოადგენენ", — ამბობს დეა მოდებაძე, ტალანტების მოზიდვის გუნდის ლიდი.
EVOlusion არის გამოფენა, რომელიც Evolution-ის თანამშრომლებს, პარტნიორებს და საპატიო სტუმრებს კომპანიის ინოვაციური მიდგომებისა და წარმატების აღსანიშნავად აერთიანებს. ვირტუალური გამოცდილების საშუალებით შესაძლებელია ექსპოზიციების, ინტერაქტიური ჩვენებებისა და საინტერესო პრეზენტაციების დათვალიერება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, EVOlusion უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ Evolution-ის მიღწევების ჩვენება.
"ეს არის ღონისძიება, რომელიც შექმნილია კავშირების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად".
სწორედ ამიტომ, ეს ღონისძიება Evolution-ში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამორჩეული გზა იქნება.
"Evolution 5 წლის გამავლობაში ცვლის სამსახურის დაწყების გამოცდილებას და ეს ღონისძიებაც კიდევ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე", — აღნიშნავს დეა მოდებაძე.
ასე რომ, თუ აუდიოვიზუალური ხერხებით მოყოლილი ამბები გაინტერესებს, ეძებ ახალ სამსახურს ან საინტერესო კავშირებს, EVOlusion არ უნდა გამოტოვო.
Evolution-ის აქტივობები, რა თქმა უნდა აქ არ სრულდება, მომდევნო კვირას, სტუდენტებს შეუძლიათ Evolution-ის ავტობუსით გადაადგილდნენ, მუსიკასთან და კარგ განწყობასთან ერთად, შეავსონ აპლიკაცია დასაქმების შესახებ და მონაწილეობა მიიღო საზაფხულო კამპანიაში.
გაიგე მეტი EVOlusion-ის შესახებ ამ ბმულიდან და დაესწარი ღონისძიებას 14 ივნისს 17:00 საათზე ჰოლოზეუმში.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები