ქართული შოუ — წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის
თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ თეატრის ახალ დადგმას — ქართული შოუ. წარმოდგენა ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს და სტუმრებს ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით აცნობს.
ქართული შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი მოცეკვავეების შესრულებით იხილონ ხორუმი, ლაზური, მხედრული, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეულ ნიმუშები. თეატრის გუნდი კი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ქართულ გალობასა და უნიკალურ ფოლკლორულ სიმღერებს, როგორებიცაა ჩაკრულო, მრავალჟამიერი, მუხამბაზი და აშო ჩელა. წარმოდგენის მონაწილეა გამორჩეული ქართველი მომღერალი მარიამ როინიშვილიც, რომელიც, თეატრის გუნდთან ერთად, სტუმრებს ქართულ კლასიკურ სიმღერებს წარუდგენს.
ქართულ შოუზე წარმოდგენილ ნომრებს ერთმანეთთან ცნობილი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის მიერ შექმნილი ტექსტები აკავშირებს და ქვეყნის ერთიან ისტორიას ქმნის. ტექსტები დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველ მაცხოვრებლებზე, ქვეყნის გაქრისტიანებაზე, ქართული ანბანის შექმნაზე, გადატანილ ბრძოლებსა თუ გამარჯვებებზე მხატვრული ფორმით მოუთხრობს.
წარმოდგენა გაფორმებულია აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებით, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის სანახაობას.
"თეატრის კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. ქართული შოუ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას — ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება. იმედი მაქვს, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი შრომის ნაყოფს მოიწონებს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუმრები", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული შოუს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
თეატრი Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცეში გამართული წარმოდგენები ვახშმის თანხლებით მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ქართული შოუა, თუმცა ამჯერად მენიუ ქართული სამზარეულოს კარნახით შეიქმნა.
"საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ქართული შოუს სტუმრებს გემრიელი ქართული კერძებით გავუმასპინძლდებით. მენიუ ამ წარმოდგენისთვის საგანგებოდ შევარჩიეთ და თავი მოვუყარეთ ავთენტურ ქართულ გემოებს. კერძებს დამსწრე საზოგადოებას ახლებური და თანამედროვე ფორმით წარვუდგენთ", — ამბობს თეატრის ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე.
ამგვარად, ქართული შოუ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვისაც, ვისაც საქართველოში განსხვავებული ფორმით მოგზაურობა და უნიკალური გამოცდილების მიღება სურს.
ქართული შოუ სტუმრებს ყოველ სამშაბათს უმასპინძლებს თეატრში, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 99-ში მდებარეობს. წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა ონლაინ, tkt.ge-ზეა შესაძლებელი. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ თეატრის Facebook გვერდს.
13 ივნისის ბილეთების შესაძენად გადადით აღნიშნულ ბმულზე.
20 ივნისის ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ ამ ბმულს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები