დემენციის დიაგნოზის გახმაურებამდე ბრიუსს უილისს ავიწყდებოდა, რომ გადაღებებზე იყო
ცნობილ მსახიობ ბრიუს უილისს როლის შესრულებისას დაავიწყდა, რომ გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. 2023 წლის თებერვალში უილისის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მსახიობს დემენცია აქვს, რის გამოც სამსახიობო კარიერას ასრულებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფილმის შუაღამე ფეტვის ყანაში გადამღები ჯგუფი საუბრობს.
Hulu-ს დოკუმენტურ ფილმში The Randall Scandal, რომელიც ცნობილ პროდიუსერ რენდალ ემეტს ამხელს, გადამღები ჯგუფის წევრი ალიშა ჰავერლენდი უილისთან მუშაობის გამოცდილებას იხსენებს. მისი თქმით, 2020 წელს ფილმზე მუშაობის დროს, სადილის სცენის გადაღებისას, უილისს ეგონა, რომ ნამდვილ სადილზე იყო. ჰავერლენდი ამბობს, რომ უილისს ის მიმტანი ეგონა.
"სადილის სცენას მეშვიდედ თუ მერვედ ვიღებდით. მივედი, რომ მისთვის ჭიქაში ყავა დამემატებინა, მან კი თვალი თვალში გამიყარა და მითხრა, 'ო, არა, მემ, მეტი აღარ მინდა'. ბრმა უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ დაგენახა, როგორ იტანჯებოდა", — აღნიშნავს ჰავერლენდი.
ის ასევე ამატებს, რომ მსახიობისთვის სიტუაციის ახსნას შეეცადა, თუმცა უილისმა ვერაფერი გაიგო და ამის ნაცვლად, ჰკითხა, ყავა შეკვეთილი ჰქონდა, თუ არა. მას მსახიობის მოტყუება მოუწია, რათა სცენის გადაღება დაესრულებინათ. მისი თქმით, უილისის ამ მდგომაორებაში ნახვამ გული მოუკლა. ჰავერლენდი იმასაც ყვება, რომ მსახიობს მუდმივად სჭირდებოდა, რომ მისთვის ყურსასმენით სცენარის ტექსტი ეკარნახათ. გადამღები ჯგუფის წევრები იხსენებენ, რომ უილისი მოედანზე ხშირად იკარგებოდა და ორიენტირება უჭირდა.
ჰავერლენდის თქმით, ნანობს, რომ მაშინ მსახიობი პროდიუსერისგან არ დაიცვა. რენდალ ემეტი ამის შემდეგ უილისთან ერთად 5 სხვა ფილმზეც მუშაობდა, რა დროსაც მსახიობის ყოფილ პარტნიორ ლალა კენტს ისიც უთხრა, რომ უილისმა "ისიც კი არ იცოდა, სად იყო", მოგვიანებით კი, როდესაც უილისის ოჯახმა ოფიალური განცხადება გაავრცელა და პროდიუსერი საშინელ მოპყრობაში დაადანაშაულა, ემეტმა კენტთან დიალოგი უარყო და თქვა, რომ მსახიობის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
2022 წელს ბრუის უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მეტყველების უნარს აქვეითებს, შემდეგ კი დაავადება პროგრესირდა და ფრონტოტემპორალურ დემენციაში გადაიზარდა. აღნიშნული ტიპის დემენციის შემთხვევაში ხშირია ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, პერსონალურ და სოციალურ სიტუაციებში მონაწილეობის უეცარი შეწყვეტა, საუბრისას სათანადო სიტყვების მოფიქრების გაძნელება, კუნთების სპაზმი, ბალანსის დარღვევა, კანკალი და მოძრაობის პრობლემები.
2022 წელს ბრიუსის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დაავადების გამო მსახიობი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
"დღეს ამ დაავადებასთან ბრძოლის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში ეს შეიცვლება," — განაცხადეს ბრუსის ოჯახის წევრებმა და მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს.
ბრიუს უილისმა კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებული წარმატება 1988 წელს ფილმში Die Hard შესრულებულმა ჯონ მაკკლეინის როლმა მოუტანა. ათწლეულების განმავლობაში მსახიობმა კიდევ არაერთ გახმაურებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი საკულტო პერსონაჟი შექმნა, რომელთაც დღემდე მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები