თორნიკე გოგრიჭიანი

15 Jun. 2023, 12:45

მივეკუთვნები იმ ხალხის რიცხვს, ვისაც ახსოვს ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ ქართულ კინოს ვეძახით. ყოველ შემთხვევაში, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი. ვამბობ იმიტომ, რომ ვიყავი იმ ფილმების მონაწილე, რომლებმაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხეს კინოსთვის მნიშვნელოვან სივრცეში მოხვედრა, სადაც ყოველთვის იყო ქართული კინოს ადგილი, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, რაღაცნაირად, ვერ ხერხდებოდა. ეს მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის დამსახურებაა და ზუსტად, სწორად დასახული სტრატეგიის, რაც გააჩნდა ამ ინსტიტუციას დასაწყისიდანვე. მგონია, რომ ის წარმოადგენს ევროპულ და თანამედროვე სისტემას, ნაწილია მისი და ამის გარეშე შეუძლებელია, გადარჩეს დამოუკიდებელი კინო, საავტორო, ევროპული კინოც კი. თუკი რამე წარმატება გააჩნია ქართულ კინოს და მეტიც, იმ ადამიანებს, ან გნებავთ ეს წარმატებაც კი, ეს არის შედეგი მარტო იმ ინერციის, რაც გააჩნდა კინოცენტრს, რაც დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა.

მთელი ეს ცრუ ინფორმაციები მიმართულია არა ჩვენკენ, რომლებმაც ვიცით ეს ყველაფერი და გაგვაჩნია მახსოვრობა, არამედ იმ ხალხისკენ, რომლებიც არ არიან ამ სექტორის წარმომადგენლები, არ არიან დეტალურად ჩახედულები, თუ რა ხდება. მგონია, რომ ყველაზე მთავარი იქნება, იმ ხალხს მივაწოდოთ და გავაგებინოთ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ და სინამდვილეში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თორემ, ვინც აკეთებს, მასთან საერთოდ არც მგონია, რომ ლაპარაკს აზრი ჰქონდეს — იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დიალოგზე არ მოდის და სტრუქტურა აქვს მთლიანად დახურული, დაკეტილი და არ ელაპარაკება იმ სექტორს, რომელსაც წარმოადგენს, არ მგონია, რომ საერთოდ ამ ადამიანთან რამე დიალოგს აზრი ჰქონდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ