მაკდონალდს საქართველომ ელტონ ჯონზე წიგნის გამო თავი იმართლა, მოიბოდიშა და მალევე პოსტი წაშალა
რა მოხდა: გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ფარგლებში მაკდონალდს საქართველომ ელტონ ჯონსა და არეტა ფრანკლინზე წიგნი გამოუშვა, რომელიც Happy Meal-ის სასაჩუქრე მენიუს მოჰყვებოდა.
- ამ ფარგლებში არაერთი წიგნი გამოვიდა, რომელიც ცნობილი ადამიანების ბავშვობაზე გვიაბობს, თუმცა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სწორედ ბოლო გამოშვებას მოჰყვა.
- ელტონ ჯონის ბიოგრაფიაში ეწერა, რომ "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა".
- კომპანიის წინააღმდეგ მადესკრედიტირებელ კამპანიას, რომლითაც ბავშვებში "ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაში" ადანაშაულებდნენ, სათავეში ქართული ოცნება ედგა და მასში პროსახელისუფლებო არხებიც მონაწილეობდნენ.
- მაგალითად, ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, თითქოს ბავშვებს "ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას აწვდიან" და ამას "ამაზრზენი ფაქტი" უწოდა.
- "ეს აღმაშფოთებელია, უბრალოდ კატასტროფაა! ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელია", — ამბობდა კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი კობახიძე.
სტრიქონებს შორის: ქართული ოცნება არც იქამდე ერიდებოდა ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამჟღავნებას, თუმცა ეს რიტორიკა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაძლიერდა.
- ასეთი განცხადებები ხშირად გვესმის პირველი პირებისგან, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილისგანაც.
რას წერს მაკდონალდს საქართველო: მათი თქმით, ინფორმაცია, რომ რამე სახის პროპაგანდას ეწევიან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად.
- ამბობენ, რომ მაკდონალდს გლობალის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამის, Happy Meal Reader-ის ერთადერთი ბავშვებისთვის წარმატების მიღწევის მოტივაციის მიცემაა.
- ამის შემდეგ კი კომპანია თავის მართლებაზე გადადის და წერს, რომ გამოცემა ლიცენზირებულია, რაც თარგმნისას შინაარსის რამე სახით შეცვლას კრძალავს.
- ამბობენ, რომ ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმისას და რედაქტირებისას "ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება".
- მეტიც, ამას სამწუხაროდ უწოდებენ და მაკდონალდს საქართველოს აღმასრულებელი გუნდის შეცდომაზე საუბრობენ.
გარდა ამისა, ქართული ოცნების მიერ აგორებული მადისკრედიტირებელი კამპანიის შემდეგ, მთელ პასუხისმგებლობას წიგნის გამოცემაზე, მათ შორის თარგმნასა და რედაქტირებაზე, მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდს აკისრებენ.
- "პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია კოკა-კოლას და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ".
- ისინი ბოდიშს იხდიან "დაშვებული შეცდომისთვის" და ამბობენ, რომ მენეჯმენტი სრულად იზიარებს ამ შეცდომას.
- "მაკდონალდს საქართველოსთვის ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია".
- კომპანიამ პოსტი მალევე წაშალა.
- მანამდე ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში, თემურ ჭყონია ამბობდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და რაღაცის არმოწონება სიძულვილს და დევნას არ უნდა იწვევდეს.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები