ხელისუფლებამ მაქსიმალური კონტროლი დაამყარა კინოინდუსტრიაზე — ბაჩი ვალიშვილი
კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით On.ge And Then We Danced -ის მსახიობ ბაჩი ვალიშვილს გაესაუბრა. მსახიობი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ტრაგიკულს უწოდებს. მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების მორიგი მცდელობა, კიდევ ერთი ინსტიტუცია 100%-ით ჩაიგდოს ხელში. მსახიობი ამბობს, რომ აქამდეც არ ყოფილა მარტივი, ისეთი ფილმის დაფინანსება მოგეპოვებინა, რაც მმართველი პარტიის მესიჯბოქს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კინოცენტრის რეორგანიზაციით ხელისუფლება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აძლევს სიგნალს, რომ რაც მათთვის მიუღებელი იქნება, ისეთ კინოს საერთოდ ვეღარ შექმნიან. ბაჩი ამ პროცესში POSTV-ის პროპაგანდისტის, ბაჩო ოდიშარიას როლზეც საუბრობს.
"ბაჩო ოდიშარიას პერსონაც ამას განასახიერებს, კინოცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ხელისუფლების პროპაგანდისტის დასმა ყველასთვის გასაგებია, რასაც ნიშნავს — ხელისუფლებამ მაქსიმალური კონტროლი დაამყარა კინოინდუსტრიაზე, რაც ძალიან ტრაგიკულია. ბოლო წლებში ქართული კინოინდუსტრია ვითარდებოდა, პანდემიის მიუხედავადაც კი. საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში კარგი კინოს გადაღების ყველანაირი პერსპექტივა გაქრა", — აღნიშნავს მსახიობი.
ვალიშვილი ასევე ამ სიტუაციიდან გამოსავალზეც საუბრობს, მათ შორის, კინოცენტრში დასაქმებული ადამიანების გაფიცვასა და სხვა მექნიაზმებზე, ის ხაზს უსვამს პროტესტში საზოგადოების მხარდაჭერის როლსაც.
"ერთ-ერთი გამოსავალი არის კინოცენტრის ბოიკოტი ან მაგალითად, კინოცენტრის თანამშრომლების გაფიცვა და რა თქმა უნდა, საზოგადოების სოლიდარობა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისადმი, თუმცა რეალური გამოსავალი, რომ ერთი კინოცენტრი ცალკე გადარჩეს, მე ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ეს მოცემულობა, რაც ქვეყანაში არის, შეიცვალოს. პარადიგმა შეიცვალოს. ხელისუფლება შეიცვალოს.", — ამბობს მსახიობი.
მსახიობის თქმით, წინა ხელმძღვანელობა მეტნაკლებად ობიექტურობას ინარჩუნებდა, ახლა კი სიტუაცია მთლიანად იცვლება. მისი აზრით, კინოცენტრის არსებობა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და მის არსებობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
"ალტერნატიული დაფინანსების წყარო სანამ გამოჩნდება და სანამ ჩვენ გადავალთ 100%-ით კერძო წარმოებაზე, შეიძლება წლები გავიდეს და შეიძლება, ვერც მივაღწიოთ ამ შედეგს. ის პატარა ინსტრუმენტი, რაც ქართულ კინოს ჰქონდა კინოცენტრის დაფინანსების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თან ფული ბრუნდებოდა საქართველოში და ახლა თუ კინოინდუსტრია სრულიად გადავიდა უცხოეთის დაფინანსებაზე, მაგ ფულს საქართველო დაკარგავს", — აცხადებს ის.
რა ხდება კინოცენტრში?
14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, "ფინანსური რესურსების კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა". პირველ ივნისს გოეთეს ინსტიტუტმა ჩხეიძე მედლით დააჯილდოვა და განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. კინოცენტრი ამას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის საიტზე აღნიშნულ ინფორმაციას "ფარისევლური ბრალდება" და "უტიფარი სიყალბე" უწოდა. ასევე, თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე. კინოცენტრის განცხადებას რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა და პოსტს სამარცხვინო უწოდა.
პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
13 ივნისს პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც გადაცემა სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად მიჰყავს, ფორმულასთან დაადასტურა, რომ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
კინოცენტრში დასაქმებულები რეორგანიზაციას აღიქვამენ მინისტრ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
მათ კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
ახლა კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ:
- შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, სადაც ცენტრს კონკურსის გზით დანიშნული დირექტორი არ ეყოლება;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
ამავე თემაზე:
- ყველაფერი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასა და პროტესტზე — მოკლედ
- ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები კინოს პროფესიონალებს მხარდაჭერას უცხადებენ
- კინოცეტრი ქართული კინოს გარანტია, აუცილებლად უნდა დავიცვათ — სალომე ჯაში
- გოგრიჭიანი: თუ გვინდა, ქართულმა კინომ იარსებოს, სოლიდარობის დიდი მასშტაბი მოახდენს ამას
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები