ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ, გირჩი — მეტი თავისუფლების ბანაკთან აგრესიული პირები მობილიზდნენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: გირჩი — მეტი თავისუფლების ცნობით, Institute For Individual Liberty-ის ბანაკთან 60-მდე აგრესიული პირია შეკრებილი.
- სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ბანაკის წევრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ.
- ვახტანგ ბარამაშვილს თქმით, ბანაკში 16 წლის მოზარდები და ორსულები არიან.
- "საათზე მეტია მივარდნილები არიან რადიკალური ჯგუფები. იგინებიან და ნივთებს, ქვებს ისვრიან. ისინი ცდილობენ შიგნით შეღწევას", — წერს ის.
- "მოეყარნენ "ოცნების" გამოგზავნილი ორკთა ჯგუფი, 40 კაცამდე, ისვრიან ქვებს, აგინებენ ზურა ჯაფარიძეს და ცდილობენ, შემოანგრიონ ჭიშკარი", — წერს ლევან მოსე.
- ადგილზე იმყოფება პრორუსი, ვატო შაქარაშვილი, რომელიც ჯაფარიძეზე თავდასხმას ირონიული პოსტით გამოეხმაურა და პროსახელისუფლებო, პროპაგანდისტული POSTV.
მანამდე გორში ზურა ჯაფარიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
- პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანაკში მიმავალი ჯაფარიძე იმ დროს ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
- "ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში", — დაწერა მან.
- გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.
- "არაფერი სანერვიულო. ამათი შეშინებულის დედას შევე*ი", — დაწერა მან.
გამოხმაურებები: მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება დეპუტატი, თამარ კორძაია.
- "ეს ძალადობა წლებია წახალისებული და მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ", — დაწერა მან.
- მომხდარში, ასევე, ხელისუფლებას ადანაშაულებს აქტივისტების გაერთიანება, ჯიუტი.
- "ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები, რომელიც მოიცავს ძალადობის დაორგანიზებას, როგორც გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერზე, ასევე, საბავშვო-საგანმანათლებლო ბანაკებზე, არის სრულიად რუსული ხელწერა", — აცხადებენ ისინი.
- ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს დეპუტატი, ხათუნა სამნიძე.
- "ამ ძალადობას წლებია კვებავენ და მაინც ვერ გაიგეს, რომ არ იმუშავებს, არა", — დაწერა მან.
- ლელოს წევრი, ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ძალადობა "ოცნების" სპიკერების აგრესიულმა განცხადებებმა წაახალისა.
- "როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" პირდაპირ იმეორებს წინამორბედი მმართველი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლის პრაქტიკას. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა შედეგით დამთავრდა ეს ყველაფერი არჩევნებზე. ასეთივე შედეგია გარდაუვალი "ქართული ოცნებისთვის", — დაწერა მან.
- ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლებამ წარსულსა და მომავალს შორის არჩევანი გააკეთა.
- "ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.
ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა".
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
კომენტარები