G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიო მკვეთრად შემცირდა
გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებელს, სწრაფად და მარტივად განახორციელონ ინვესტიციები, შეიძინონ წამყვანი კომპანიების აქციები და ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე.
მომხმარებლისთვის 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის პროცესებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობისა და მომსახურების ტარიფები გაუმჯობესდა. კერძოდ, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობის მინიმალური საკომისიო $15-დან $5-მდე, ხოლო CFD-ის შემთხვევაში კი $20-დან $10-მდე შემცირდა.
შემცირებულ საკომისიოებთან ერთად, მომხმარებლის სურვილებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურების შექმნის მიზნით, ახლახანს გალტ & თაგარტმა მომხმარებელს განახლებული G&T Trader-ის აპლიკაცია შესთავაზა. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით უზრუნველყოფს, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. კიდევ უფრო მეტად პერსონალიზებული გამოცდილების მისაღებად კი აპლიკაცია მომხმარებელს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციას სთავაზობს.
ამასთან, ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით, G&T Trader მომხმარებელს აძლევს წვდომას ინვესტირების დამხმარე ინსტრუმენტებზე, მათ შორის: Screener-ზე, Watchlist-ზე, Research-ის მოდულსა და სხვადასხვა ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორსა და ხელსაწყოზე.
"გალტ & თაგარტი მუდმივად ცდილობს, შექმნას მომხმარებლისთვის კომფორტული, სწრაფი და ხელსაყრელი ინვესტირების გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი შეთავაზებების შექმნასა და პროდუქტების განვითარებაზე, რომელიც დაეხმარება მათ, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, განახორციელონ გონივრული ინვესტიცია და გახდნენ სხვადასხვა გლობალური ბრენდისა თუ დამწყები სტარტაპის აქციების მფლობელები. ვფიქრობთ, რომ ტარიფების შემცირებით, ერთი მხრივ, დავეხმარებით არსებულ მომხმარებლებს, განახორციელონ კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია, მეორე მხრივ კი, უფრო მეტ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას, G&T Trader-ის მეშვეობით, დაიწყონ საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა", — აღნიშნავენ გალტ & თაგარტის გუნდში.
განახლებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
G&T Trader-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად ან განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები