რას წერს TI სახელმწიფო ელექტროსისტემაში არსებულ ნეპოტიზმზე
რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოააშკარავა.
- კვლევის თანახმად, სისტემაში ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი იკავებს, მის დაქვემდებარებაში არსებულ ორ დეპარტამენტში კი დასაქმებულია ხელისუფლებასთან და სასამართლო კლანის წევრებთან დაკავშირებული 6 ადამიანი.
- "ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევების გაანალიზებით ნათელია, რომ ზარდიაშვილი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ნეპოტიზმი რჩება შემაშფოთებელ პრაქტიკად, რომელიც ძირს უთხრის მერიტოკრატიას, სამართლიანობასა და საზოგადოების ნდობას საჯარო უწყებების მიმართ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ზარდიაშვილთან დაკავშირებული სავარაუდო ნეპოტიზმი: ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.
- გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, მის ქვემდებარე დეპარტამენტში მუშაობს ზარდიაშვილის რძალი, თამთა თაბუკაშვილი.
- იგი ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას, ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.
-
სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის მოადგილეა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის ოჯახის ახლობელი და ნათესავი, გიორგი კიკნაძე — ვანო ზარდიაშვილი კიკნაძის შვილის ნათლიაა.
-
ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, გიორგი კვარაია, ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი.
- კვლევის თანახმად, ამავე დეპარტამენტში საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი, სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი.
- ელექტროსისტემაში მუშაობს გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი, ნიკა მიქაუტაძე — მისი ბიძა და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან.
-
პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მამა, გელა ოხანაშვილი, ასევე, ელექტროსისტემაშია დასაქმებული.
ზარდიაშვილის კავშირი "ოცნებასთან" და "კლანთან": TI-ის თანახმად, ვანო ზარდიაშვილი წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნეოდა.
- იგი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარია.
- ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან.
- "2016 წელს ვანო ზარდიაშვილი ქართული ოცნების სიით პარლამენტში შევიდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ამის შემდეგ ის აქტიურად ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობეს", — ვკითხულობთ კვლევაში.
- აქვე ნათქვამია, რომ 2018 წელს ზარდიაშვილი აქტიურად ლობირებდა საბჭოს მიერ, პროცედურების არარსებობის პირობებში ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის პარლამენტში გატანას.
- "2021 წლის სექტემბერში, TV პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, "ოცნების" დეპუტატები, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც, რომელიც თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის ნათესავია", — აცხადებენ TI-ში.
ზარდიაშვილის ქონება: გამჭვირვალობა — საქართველოს თანახმად, 2013-2019 წლებში ვანო ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- ამ პერიოდში ზარდიაშვილმა, დაახლოებით, 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი, ჯამში, დაახლოებით, 100 000 ლარი იყო.
- "2013 წელს, როცა ვანო ზარდიაშვილი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო, საკუთრებაში 2 ბინა ჰქონდა თბილისში, უკვე 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული; უნდა აღინიშნოს, რომ ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა 2014 წლიდან ფლობს 5% წილს შპს პენტჰაუზში, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ზარდიაშვილმა მხოლოდ 2020 წლის დეკლარაციაში მიუთითა. პენტჰაუზის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, ოლიმპიური ვარსკვლავის საცხოვრებელი კომპლექსში არაერთი უძრავი ქონება", — ნათქვამია კვლევაში.
- TI-ის თანახმად, უკვე 2017 წელს პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართი ჰქონდათ საკუთრებაში.
- "2021 წლის ოქტომბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო ზარდიაშვილმა, 2019 წელს პარლამენტის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში არტ ჰაუს პლაზას ცათამბჯენში ბინა შეიძინა, რომლის საბაზრო ფასიც 1 მილიონ 175 ათასი ლარია".
განახლება: 20 ივნისს ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან კვლევაზე ისაუბრა და ბრალდებები უარყო.
- როგორც ის ამბობს, გელა ოხანაშვილი არის ადამიანი, რომელიც წარმოუდგენლად რთულ სამუშაოს აკეთებს მაღალმთიან აჭარაში.
- "დადის 24 საათის განმავლობაში და ფასდაუდებელ შრომას უწევს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს უწყებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში".
- რაც შეეხება გვრიტიშვილს ცოლს, მას ღირსეულ პროფესიონალს უწოდებს.
- "გიგაურის ჭორ-მონათხრობს არ აყვეთ", — ამბობს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები