კახა კალაძე

19 Jun. 2023, 13:59

როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა.

აქ საუბარი არის პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობაზე, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში.

ეს ჰომოფობიური განცხადება კახა კალაძემ მედიასთან გააკეთა. ხელისუფლებამ სამთავრობო ტელევიზიების დახმარებით, მაკდონალდსის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო, რომლითაც კომპანიას "სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში" ადანაშაულებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით

რა ხდება: ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ შენობის გარე…