5 ფაქტი წყლის შესახებ, რომელსაც წყალი არ გაუვა
წყლის ძალა მოგეცესო, ოდითგან ასე ილოცებოდნენ საქართველოში. წყალი სიცოცხლის ნიშანია — სიცოცხლე არსებობს იქ, სადაც წყალია. დედამიწაზე უკლებლივ ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ერთუჯრედიანი არსებებიდან უზარმაზარ ცხოველებამდე, გადარჩენისთვის წყალი სჭირდება. გამონაკლისი არც ადამიანია, მით უმეტეს, რომ ჩვენი ორგანიზმის უდიდესი ნაწილი სწორედ წყლისგან შედგება. სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან, ადამიანთა დასახლებები წყლის მიმდებარე ტერიტორიებზე — ზღვის სანაპიროებზე, მდინარეებზე, ტბებთან — შენდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ დედამიწის უმეტესობაც წყალს უკავია, ამ უზარმაზარი რესურსიდან სასმელად ვარგისი 1%-ზე ცოტაა. დაახლოებით, 97% ზღვის მარილიანი წყალია, მტკნარი წყლის დანარჩენი ნაწილი კი მყინვარებშია მოქცეული. ამდენად, ამ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურსს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს დედამიწაზე, მოფრთხილება სჭირდება.
კიდევ რა უნდა იცოდე წყალზე?
1. წყლის მიღება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი წინაპირობაა
როგორც ვთქვით, ადამიანის ორგანიზმის უმეტესობა წყლისგან შედგება. მეტი კონკრეტულობისთვის, ფილტვების 83%, კუნთების 79% და ტვინის 73% წყალია. გასაოცარია, არა? თუმცა, ის აღარ უნდა იყოს გასაკვირი, რომ წყლის მიღება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი წინაპირობაა.
სწორედ ამიტომ, ქართული კომპანია Nami8 ინოვაციურ პროდუქტს — წყლის ბარს — გვთავაზობს. ეს არის მოსახერხებელი აპარატი, რომელიც UV LED სტერილიზაციის მეთოდით ფილტრავს სასმელ წყალს და აუმჯობესებს მის ხარისხს. გაფილტრული წყალი კი, მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ორგანიზმისთვის. უფრო ზუსტად, ასეთი წყლის მიღება გვეხმარება კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესის წარმართვაში, იმუნური სისტემის და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და წონის კლებაშიც კი.
2. მეტისმეტად ცხელი ან ცივი წყლის მიღება რეკომენდებული არაა
წყალს ჩვენ მხოლოდ პირველადი სახით როდი ვიღებთ, მისგან ხშირად ვიმზადებთ ცხელ სასმელს ზამთარში და ცივ სასმელს — ზაფხულში. თუმცა, გაგონილი მაინც გექნებათ, რომ მეტისმეტად ცხელი ან მეტისმეტად ცივი სითხის მიღება რეკომენდებული არაა. მეტიც, დუღილამდე მიყვანის შემთხვევაში, წყალი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ნამის წყლის ბარი შესანიშნავი საშუალებაა. აპარატს შეუძლია ცივი (3-დან 10 გრადუსამდე) ან ცხელი (45-დან მაქსიმუმ 96 გრადუსამდე) წყლის ჩამოსხმა. ამდენად, ბარი ერთდროულად ითავსებს ჩაიდნის და მაცივრის ფუნქციასაც, რადგან წყლის გასაცხელებლად ან გასაგრილებლად აღარცერთი არ დაგჭირდებათ. სხვათა შორის, ბარს ასევე აქვს საბავშვო ღილაკი, რომელიც ნელ-თბილ წყალს (30 გრადუსიდან 45 გრადუსამდე) შემოგთავაზებთ.
3. ონკანის წყლის მიღებას ბევრი რისკი ახლავს თან
რამდენადაც წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, იმდენად სახიფათოა დაბინძურებული სასმლის მიღება. ამის რისკს კი ონკანის წყლის მოხმარებაც ქმნის. მიზეზი მარტივად იხსნება — წყალმომარაგების მილების ნაწილი დაძველებულია; ისინი შეიძლება შეიცავდნენ მომწამვლელ მეტალებსაც, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევენ. განსაკუთრებით სარისკოა ასეთი წყლის მიწოდება ბავშვებისთვის ექვს წლამდე, რადგან მათი ტვინი და ორგანიზმი განვითარების აქტიურ ფაზაშია.
აი, ნამის წყლის ბარის საშუალებით კი, სითხე 6-საფეხურიან ფილტრაციის პროცესს გადის — თანაც, ქიმიკატების გარეშე. წყალს ჯერ ხილული ნაწილაკები — მტვერი, ქვიშა და ჭუჭყი სცილდება, შემდეგ მინარევები, ქლორი და უსიამოვნო სუნი. ამის მერე ულტრაიისფერი შუქით პათოგენურ მიკროორგანიზმებში იშლება დნმ, ტუტე ფილტრით დამაბინძურებლებიც შორდება, ბოლოს კი ანტიბაქტერიული ფილტრაციის ჯერი დგება, რომელიც ბაქტერიების და ვირუსების ნებისმიერ შტამს აქრობს და აუმჯობესებს წყლის გემოს.
4. არანაკლებ სახიფათო შეიძლება იყოს წყლის მიღება პლასტმასის ბოთლით
რადგან ადამიანების ნაწილი ონკანის წყალზე ზემოხსენებული რისკების გამო უარს ამბობს, ისინი ალტერნატივას მიმართავენ და წყალს პლასტმასის ბოთლებით ყიდულობენ. ეს კი ჯანმრთელობის არანაკლებ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მიზეზი ისაა, რომ ბოთლების დიდი ნაწილი მზადდება პოლიეთილენ-ტერეფტალატისგან (PET), რომელმაც გარემო ტემპერატურის მატებისას სახიფათო ტოქსინები შეიძლება გამოყოს. პლასტმასის ბოთლიდან წყლის მიღებით თქვენს ორგანიზმში, შესაძლოა, ასევე აღმოჩნდეს მიკროპლასტიკა, რომელიც დროთა განმავლობაში უჯრედებს აზიანებს. ამას გარდა, ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებს, რომლებიც სხეულის წონას და ფორმას ცვლიან.
მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებაც — პლასტმასა გარემოს ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებლად რჩება, პლასტმასის ბოთლები კი, რომელთა დიდი ნაწილი ოკეანეებში ხვდება, უდიდეს საფრთხეს უქმნიან ზღვის ეკოსისტემას და წყალში მცხოვრებ ორგანიზმებს.
ამდენად, ნამის წყლის ბარი ამ მიზეზის გამოც შესანიშნავია ალტერნატივაა — ამ შემთხვევაში ხომ აღარც წყლის პლასტმასის ბოთლებით ყიდვა მოგიწევთ და აღარც იმის გარკვევა, ოჯახის რომელმა წევრმა დატოვა ცარიელი ჭურჭელი მაცივარში.
5. ადამიანების ნაწილი წყალზე დიდი რაოდენობით ფულსაც ხარჯავს
ბოთლებით წყლის შეძენის ზემოხსენებული უარყოფითი მხარეების გარდა, არსებობს სხვა ფაქტორიც — ფული, რომელსაც მასზე ვხარჯავთ. გასული ათწლეულის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 290 მილიარდამდე ლიტრ წყალს მოიხმარენ პლასტმასის ბოთლების საშუალებით. ეს რაოდენობა გასაკვირი არაა, ადამიანებს ხომ ყოველდღიურად 3 ლიტრამდე წყლის მიღება სჭირდებათ. გამოდის, რომ თვეში, საშუალოდ, რამდენიმე ათეული ლარი იხარჯება წყლის ბოთლებით შეძენაზე.
ნამის წყლის ბარის შეძენა კი ერთგვარი განვადებით, სააბონენტო მომსახურების პირობებით, არის შესაძლებელი. ეს მომსახურება, რომელიც 125 ლარი ღირს, მოიცავს წყლის ბარის უფასო მონტაჟს, ფილტრების გამოცვლას 6 თვეში ერთხელ და სისტემის შეცვლას — 2 წელიწადში. შესაძლებელია, სისტემის ერთბაშად ყიდვა 1 680 ლარადაც, თუმცა, ეს არ ფარავს ტექნიკურ მომსახურებას, ზიანის შეკეთებას თუ ახლით შეცვლას. ამასთან, სააბონენტო მომსახურებით სარგებლობისას, შეგიძლიათ წყლის ბარი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაატანინოთ, ან შეწყვიტოთ თანამშრომლობა ნებისმიერ დროს.
Nami8-ისა და მათი სერვისის შესახებ მეტს კომპანიის ვებსაიტიდან შეიტყობთ. აქვე შეძლებთ ბრენდის პროდუქციის დათვალიერებასა და შეკვეთას.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები