პარლამენტთან მაღაროელების აქციამდე ჯორჯიან მანგანეზმა ბრიფინგი გამართა — რა თქვეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მე-14 დღეა, რაც ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების პროტესტი მიმდინარეობს. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ისინი 6 ივნისს გაიფიცნენ.
- ქუჩაში გამოსული მაღაროელები და მათი ოჯახები ღირსეულ ანაზღაურებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
- მოთხოვნების 24-პუნქტიანი სია მოიცავს გაზრდილ ანაზღაურებას, ანაზღაურებად დასვენების დღეებს და ბიულეტენს, უკეთეს კვებას, ჯანმრთელობის უფრო ყოვლისმომცველ დაზღვევაზე გადასვლას, გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ ვითარებას ჭიათურაში. ასევე, იმ შახტების სრულად გაიხსნას, რომელთა მუშაობა იანვარში შეიზღუდა.
- დასაქმებულების თანახმად, წლის დასაწყისიდან მშრომელების უმეტესობა სახლში გაუშვეს, ხელფასის 60% გადაუხადეს და მხოლოდ მათ გააგრძელეს მუშაობა, ვინც გვირაბების სიმტკიცეს იცავს.
- გაფიცულებმა მომპოვებელი კომპანია, ჯორჯიან მანგანეზი, მაღაროელებისთვის მანგანუმის მოპოვების კვოტების საგრძნობლად გაზრდაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ეს მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
- 12 ივნისს რამდენიმე მათგანმა შიმშილობა დაიწყო.
- 16 ივნისს კი ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად, პირი, ხოლო გუშინ, 18 ივნისს კიდევ ერთმა მათგანმა თვალები ამოიკერა.
- გარდა ამისა, ერთ-ერთმა დასაქმებულმა გუშინ თვითდაზიანება მიიყენა — ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- დღეს მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და 16:00 საათიდან პარლამენტთან აქციას მართავენ.
დეტალები: კომპანიის განცხადებით, დასაქმებულებთან, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასებისა.
- მათი თქმით, დასაქმებულებს 20%-ის ნაცვლად, ხელფასის 5%-ით მატება შესთავაზეს, რადგან "კომპანია წლებია ზარალიანია" და ამის რესურსი არ აქვთ.
- ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელშიც დამოუკიდებელი აუდიტორიც ჩაერთვებოდა — კრიზისის შესწავლისა და მოგვარების გზებზე ისაუბრებდნენ, რაზეც კომპანიამ მზაობა გამოთქვა.
- გარდა ამისა, ჯორჯიან მანგანეზში აცხადებენ, რომ დასაქმებულებს შესთავაზეს, აუდიტის დასკვნაზე დაყრნობით, ხელფასის მატება მიბმული იყოს გარკვეულ ფინანსურ შედეგებზე.
ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენელმა ბრიფინგზე თქვა ისიც, რომ მათი მიზანი ჭიათურაში სამუშაოების განახლებაა.
- "არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ყველაფერი შეჩერებული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში, არსებული კრიზისის ფონზე, იძულებული ვართ, საწარმო გავაჩეროთ".
- ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასს მაინც უხდიდნენ, რაც, მთლიანობაში, 6 მილიონ ლარზე მეტია.
- "ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამ დაძლევის გზებზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება".
- ასევე, საუბრობენ იმაზე, რომ ღია არიან დამოუკიდებელი აუდიტის ჩართვაზე და კომისიის შექმნაზე, სადაც ადგილობრივთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლებაც იქნება ჩართული.
- "[ასევე]მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასამქებულები და დამსამხმებელი. ერთობლივად შევისწავლით, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში. რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს. ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ განვავითაროთ და გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან".
- რაც შეეხება ხელფასის 15%-იან მატებას, კომპანიაში ამბობენ:
- "ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ 15%, ნუ, ახლა, რა ციფრია... რაოდენობასთან გვაქვს საქმე. ამ პერიოდში 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან, დაახლოებით ეს არის 10 მილიონი დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები