ირაკლი კობახიძე

20 Jun. 2023, 13:33

თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზაციის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ა.შ.

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი მაგრამ ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს

რა ხდება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ცოტა ხნის წინ, სიტუაცია დაძაბული იყო.  ტვ პირველის…