ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა
ესტონეთის პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო — ბალტიისპირეთის სახელმწიფო ცენტრალური ევროპის რეგიონისა და პოსტსაბჭოთა სივრცის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანაბარ უფლებას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წყვილებსაც ექნებათ უფლება, კანონიერად იქორწინონ.
"[ცენტრალური ევროპის ქვეყნებს] ვეტყოდი, რომ ეს ადვილი ბრძოლა არაა, მაგრამ ქორწინება და სიყვარული მხარდაჭერას იმსახურებს", — ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, — "ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპაციას თავი დავაღწიეთ, ჩვენ ძალიან განვვითარდით".
ქორწინების თანაბარ უფლებას ესტონეთის 101-წევრიანი პარლამენტის 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთში თანასწორობის მხარდამჭერი მოქალაქეების რაოდენობა ბოლო ათწლეულში თვალშისაცემად გაიზარდა. ათი წლის წინ თუ ესტონელების მხოლოდ 34 პროცენტი უჭერდა მხარს ქორწინების თანაბარუფლებიანობას, დღეს ეს რიცხვი უკვე 53 პროცენტამდეა გაზრდილი.
მიუხედავად ამისა, ესტონეთის მოქალაქეების ნაწილი — უმეტესად, ქვეყანაში მცხოვრები რუსული ეთნიკური უმცირესობა — ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მიუღებლად მიიჩნევს.
ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დაშვებულია, თუმცა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა არაა გავრცელებული. ამის მიუხედავად, 2021 წლის ბოლოს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის წევრმა 27-მა ქვეყანამ ლგბტქ მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა ცნოს.
ქორწინება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ზრდასრულ პირს გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე კანონიერი ოჯახის შექმნის საშუალებას აძლევს. თუმცა, ამ უფლებით სარგებლობა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ადამიანების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს შეუძლია. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვი, სადაც ქორწინების თანაბარუფლებიანობას ცნობენ. მაგალითად, გასულ წელს ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება მიეცათ სლოვენიასა და კუბაში.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
კომენტარები