Tbilisi Open Air 2023-ზე მიდიხარ? — აი, 5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო
როგორც იქნა, ნანატრი ივნისის ბოლო მოახლოვდა და მუსიკის მოყვარულებს შეგვიძლია, გამორჩეული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებით ღია ცის ქვეშ, დაუვიწყარ გარემოში ვისიამოვნოთ. 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ს მასპინძლობს.
ამ სტატიაში 5 რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარება, Tbilisi Open Air-ზე მომზადებული მიხვიდე, რათა ფესტივალზე მაქსიმალურად კარგი დრო გაატარო და ივნისის ბოლო უქმეები დაუვიწყარ მოგონებებად აქციო:
1. მზად იყავი წვიმისთვის
დარწმუნებულები ვართ, გულმა გიგრძნო, რომ პირველი ეს რჩევა იქნებოდა. შარშანდელმა წვიმამ ყველა დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. მართალია, სჯობს შეცვლილ გეგმებს მოვერგოთ და სიამოვნების მიღებაზე უარი არ ვთქვათ, მაგრამ არც სათანადოდ მომზადება იქნება ზედმეტი.
წელს ფესტივალზე აუცილებლად წასაღებ ნივთებს შორის პირველი უდავოდ საწვიმარია. წყალგამძლე ფეხსაცმელი ან ბოტებიც არ იქნებოდა ურიგო, რათა საყვარელ მელოდიებს ხტუნვითა და ცეკვით თამამად აჰყვე. თუ ღუნღულა პლედში ან მოსაცმელში გაეხვევი, სიცივეც ვერაფერს დაგაკლებს! გახურებაში ცეკვა და კარგი განწყობაც დაგეხმარება.
2. ...მაგრამ გჯეროდეს, რომ მზეც გამოანათებს
წვიმის მოლოდინის მიუხედავად, არც იმის იმედი დაკარგო, რომ მზე გამოანათებს. ამ შემთხვევაში სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება და ქუდი გამოგადგება და მათთვის შენს ჩანთაში ადგილის გამონახვას გირჩევთ. სიცხეში სასმელი წყლის მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და არც ეგ დაგავიწყდეს.
3. მოიძიე ინფორმაცია კვების ობიექტებზე
კარგ ფესტივალსა და კარგ მუსიკას გემრიელი საჭმელი უხდება. Tbilisi Open Air-ზე შენი საყვარელი რესტორნები და კვების ობიექტები იქნება წარმოდგენილი და ღია სივრცეში მუსიკის ფონზე განსაკუთრებული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. კვების ობიექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად Tbilisi Open Air-ის ფეისბუქგვერდს ადევნე თვალი და წინასწარ დაგეგმე, სად რას გასინჯავ. თუმცა ლისზე მისულს ნურც ექსპერიმენტების შეგეშინდება.
4. წინასწარ დაგეგმე მგზავრობის მარშრუტი
ფესტივალის დღეს ტრავოლტასავით დაბნეული რომ არ იყო და გზის გაგნებაში საათები არ დახარჯო, უმჯობესია, მგზავრობის მარშრუტი წინასწარ დაგეგმო. ისარგებლე ფესტივალის ტრანსპორტით, ველოსიპედით ან თუ არ გეზარება, ფეხით ამოისეირნე.
5. დაიჭირე თადარიგი, რათა ყველა შემსრულებელს მიუსწრო
მუსიკალურ ფესტივალზე ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ საყვარელი შემსრულებლები ლაივში ვიხილოთ და მათი მუსიკისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ამისათვის, ყურადღებით შეისწავლე ლაინაფი და სცენები და იმის მიხედვით გადაწყვიტე, ვის, სად და როდის მოუსმენ.
+ბონუსი — უბრალოდ მოდუნდი და ისიამოვნე
როგორც თავიდანვე ვთქვით, ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის, თუმცა ეცადე, ამან ხასიათი არ გაგიფუჭოს. Tbilisi Open Air-ის მთავარი მიზანი ხომ განტვირთვა და საუკეთესო მოგონებების შექმნაა, ამიტომ სჯობს ფესტივალზე იმ განწყობით მიხვიდე, რომ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გელის!
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები