ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნ, 2023

მე მედიის საშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და 30 ქვეყანაში ჩატარდა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ 22% ახალგაზრდების აცხადებს თავს ლგბტდ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია.

მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ეს არის ყველა ადამიანის უფლება, როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში.... უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. [...]

რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელ მაკდონალდსში მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს გლობალური კამპანიის ნაწილია და ამიტომ, ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება, ვფიქრობ, რომ მისასალმებელია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი.

ეს ჰომოფობიური განცხადება ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან გააკეთა. ხელისუფლებამ სამთავრობო ტელევიზიების დახმარებით, მაკდონალდსის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო, რომლითაც კომპანიას "სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში" ადანაშაულებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3256 ნახვა
  2. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2254 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2145 ნახვა
  4. როგორი ამინდი იქნება 7 აპრილის ჩათვლით?1689 ნახვა
  5. სახდეპი: დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეთა ცენზურით ან დაპატიმრებით1331 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: “დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა "ენჯეომ"

ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~