როდესაც გუნდი გაძლევს თვითგანვითარების მუდმივ მოტივაციას — გიორგი რამიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
თანხის გადარიცხვას, ტრანზაქციის განხორციელებას თუ უბრალოდ საბანკო ანგარიშის შემოწმებას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მობილბანკის მოხმარების დროს არასდროს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პროცესები დგას ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციის უკან.
ისეთი კერძო ბანკები, როგორიც საქართველოს ბანკია, ყოველთვის ცდილობენ, მომხმარებელს გამორჩეული, სწრაფი და მათზე მორგებული სერვისები შესთავაზონ. შესაბამისად, საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი თავდაუზოგავად შრომობს, რათა უმოკლეს დროში აღმოფხვრას ნებისმიერი შეფერხება თუ ტექნიკური ხარვეზი და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს გუნდის წევრებს. ამ საკითხებზე მუშაობს გიორგი რამიშვილიც, რომელიც ამჟამად მომხმარებელთა უფლებების მართვის მხარდაჭერის ექსპერტ სპეციალისტის პოზიციას იკავებს.
"ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ტექნიკური მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ბანკის ყოველდღიური მუშაობის პროცესში, რადგან მისი მეშვეობით იქმნება ის პროდუქტი, რომელსაც დღეს მომხმარებლები ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად იყენებენ", — განმარტავს გიორგი.
ამბობს, რომ მისი გუნდი სხვადასხვა ინოვაციურ პროგრამას იყენებს, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ გამოწვევებზე რეაგირება.
"როდესაც ჩვენს თანამშრომელს რაიმე სახის ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება, ეს პირდაპირპროპორციულად ეხება გარე მომხმარებელსაც, რადგან ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მომხმარებლისთვის შევქმნათ უკეთესი, უფრო სრულყოფილი სერვისი. პროცესების ეფექტურობის გასაზრდელად კი ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს შემოსული მოთხოვნების შესრულების პროცესს. ვცდილობთ გავაანალიზოთ, დავალების შესრულების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები, რათა მომავალში მოვახდინოთ მათი პრევენცია. ამ მიდგომის იმპლემენტაციის შედეგად, ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისებს", — აღნიშნავს გიორგი.
ამბობს, რომ მასში დიდ აღფრთოვანებას იწვევს საქართველოს ბანკის გუნდის მიდგომები და საერთო მიზნისკენ სწრაფვა. გვიყვება, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გიჩენს მუდმივი თვითგანვითარების სურვილს და გიბიძგებს, არ გაჩერდე, გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
"IT მიმართულებით 13 წლის ასაკში დავინტერესდი. ეს ჩემი ძმის დამსახურება იყო - მან მითხრა, რომ მომავალი სწორედ ტექნოლოგიებს ეკუთვნოდა და მირჩია, ჩემი პროფესია ამ მიმართულებისთვის დამეკავშირებინა. ჩემი ძმის რჩევა გავითვალისწინე და ასე დავიწყე ჩემი თავგადასავალი IT სფეროში. საქართველოს ბანკი კი ჩემთვის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ფინანსური ინსტიტუტის გუნდს შევუერთდი, სამი პოზიცია შევიცვალე. ჯერ ვიყავი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, შემდეგ გადმოვედი მომხმარებელთა უფლებების მხარდაჭერის გუნდში, სადაც სულ უფრო და უფრო მეტად ვვითარდები. აქ ორი პოზიციაც კი შევიცვალე, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ, წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს", — ამბობს გიორგი.
ამისათვის კი ის მუდმივად სწავლობს, იყენებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო რესურსებს, ასევე, გამოცდილი გუნდის წევრებისგან ცდილობს გაიგოს და შეიმეცნოს უფრო მეტი, რაც მას განვითარებაში ეხმარება.
"სანამ საქართველოს ბანკში დავიწყებდი მუშაობას, IT სფეროში საბაზისო ცოდნა მქონდა, ასევე, ვფლობდი იმ ძირითად ინსტრუმენტებს, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტები იყენებდნენ. თუმცა, ჩემი გამოცდილების მიუხედავად, საქართველოს ბანკში მოსვლის პირველივე დღიდან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - დავინახე, რომ პროცესების უკეთ წარმართვისთვის ვიყენებდით უფრო მეტ და უფრო განსხვავებულ ხელსაწყოებს, რაც უფრო მეტის შემეცნების შესაძლებლობა მაძლევდა", — ამბობს გიორგი.
იხსენებს, რომ მასში განსაკუთრებული აღფრთოვანება ბანკში პროცესების წარმოებამ გამოიწვია — გუნდების საერთო სულისკვეთებამ, შეთანხმებულმა მუშაობამ და მუდმივი უკუკავშირის, ცოდნის გაზიარების და ერთმანეთის განვითარების ხელშეწყობის კულტურამ.
"ჩემთვის საქართველოს ბანკი ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის. აქ, გარდა იმისა, რომ შეგიძლია ძალიან ბევრი ისწავლო შენი გუნდის წევრებისგან და ყველა მზადაა, დაგეხმაროს რითაც შეუძლია, ჩვენ ვიყენებთ Confluence-ის პლატფორმას, სადაც გამოცდილი თანამშრომლები აზიარებენ ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარების შესახებ ინფორმაციას. ანუ, ქმნიან ერთიან ცოდნის ბაზას, რომელიც ყველა კითხვაზე გაძლევს შენთვის საჭირო პასუხს. ამ პლატფორმაზე წვდომა ყველა თანამშრომელს აქვს — თითოეულ მათგანს შეუძლია შევიდეს და განვითარდეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ახლა მეც აქტიურად ვცდილობ, ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო, დავამატო მასალები და განვაახლო არსებული ცოდნის ბაზა", — გვიყვება გიორგი.
ამბობს, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ამიტომ, IT სფეროთი დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას ურჩევს, აუცილებლად სცადონ საკუთარი ბედი საქართველოს ბანკის გუნდში.
"ყველას ვურჩევ, რომ საქართველოს ბანკში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ისევე სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, როგორც მე ვიყავი", — ამბობს გიორგი.
განმარტავს, რომ საერთო მიზნისკენ სწრაფვა, მუდმივი განვითარების სურვილი და მომხმარებლის კმაყოფილება, როგორც თითოეული თანამშრომლის მთავარი ღირებულება საქართველოს ბანკის გუნდს მისთვის გამორჩეულ გამოცდილებად აქცევს.
გვეუბნება, რომ IT სფერო ძალიან სწრაფად იცვლება, შეუძლებელია განსაზღვრო, რა იქნება ხვალ, თუმცა, მისი გუნდი ცდილობს მუდმივად ფეხი აუწყოს ინოვაციების ტემპს და არ გაჩერდეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები