OceanGate-ის ხელმძღვანელი მოსალოდნელ კატასტროფაზე არაერთხელ გაუფრთხილებიათ
რამდენიმე დღის წინ, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის მფლობელი კომპანიის, OceanGate-ის, დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტოკტონ რაშმა, როგორც ჩანს, იცოდა, რომ ხომალდი ტიტანი წესების დარღვევით იყო აგებული. მომხდარი კი, რომელსაც თავად რაშიც ემსხვერპლა, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია. ამ დროისთვის ვიცით, რომ კატასტროფა, რომელმაც ტიტანი და მისი მგზავრები შეიწირა, ხომალდს შიგნით მიმართული აფეთქების შედეგი უნდა ყოფილიყო.
რაშმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა, რომ ნავი "წესების დარღვევით" იყო შექმნილი, რადგან დამზადებისას ნახშირბადის ბოჭკო იყო გამოყენებული და არა სუფთა მეტალი. თუმცა, იგი იმედოვნებდა, რომ ექსპერიმენტული პროექტი გაამართლებდა და ინოვაციად იქცეოდა.
"მგონი, გენერალმა მაკართურმა თქვა, წესების დარღვევით ამახსოვრდები ხალხსო", — ამბობდა რაში მაშინ, — "ვფიქრობ, რომ წესები ლოგიკითა და ინჟინერიის კარგი ცოდნით დავარღვიე. ნახშირბადის ბოჭკო და ტიტანი? წესით, ეს არ უნდა ქნა. თუმცა, ვქენი".
ნახშირბადის ბოჭკო ხშირად გამოიყენება საავიაციო ინჟინერიაში, მაგრამ წყალქვეშა ნავებს უმეტესწილად მყარი მეტალებისგან, მაგალითად, ფოლადის ან ტიტანისგან ამზადებენ. თუმცა, რაშს სურდა, რომ ძვირადღირებული, მაგრამ გამძლე მასალები ექსპერიმენტული ალტერნატივით ჩაენაცვლებინა.
ირკვევა ისიც, რომ OceanGate-ის წყალქვეშა ნავის უსაფრთხოების საკითხი არაერთხელ დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლისთვისაც უთქვამთ. ერთ-ერთი მათგანი კომპანიიდან დათხოვნილი ხელმძღვანელია, რომელსაც მიაჩნდა, რომ ხომალდის უსაფრთხოების შესამოწმებლად შესაფერისი ტექნოლოგია მათ არ გააჩნდათ. იგი ამბობდა, რომ ნებისმიერი რისკი კატასტროფამდე მხოლოდ "წამის მეასედებით" ადრე გამოჩნდებოდა. თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხებზე საუბრის დაწყებიდან მალევე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რაში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოებამაც გააფრთხილა. მას შეატყობინეს, რომ წამყვანი ექსპერტები OceanGate-ის ხომალდის უსაფრთხოების რისკებზე ერთხმად თანხმდებოდნენ.
გაფრთხილებების მიუხედავად, კომპანიამ კატასტროფა თავიდან ვერ აიცილა. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებიდან, დაახლოებით, 500 მეტრის მოშორებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები დააფიქსირეს.
ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. მას შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების პროცესში მაშველებმა ძლიერი ხმაურიც დააფიქსირეს, რომელიც, ერთ-ერთი ვარაუდით, აფეთქებას შეიძლება მოჰყოლოდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები