თეგეტა მოტორსი — საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში
თეგეტა მოტორსი, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი. ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი ავტონაწილების შეძენა, მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისაც კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის 28 ფილიალშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სასურველი პროდუქტი ადგილზე არ არის, თეგეტას სწრაფი შეკვეთების სერვისი, ამ ავტონაწილის უმოკლეს დროში ჩამოტანას უზრუნველყოფს.
"ჩვენთვის, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების სერვისი უმოკლეს დროში მივაწოდოთ. ამისათვის კი აუცილებელია ავტონაწილების ფართო არჩევანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლების საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ ყველაზე დიდი ასორტიმენტით და ვთავაზობთ პროდუქტს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში ნებისმიერი ავტომობილისთვის, იქნება ეს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავხვეწეთ სწრაფი შეკვეთების სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ავტონაწილი ადგილზე არ გვაქვს, მისი ჩამოტანა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი", — ამბობს კონსტანტინე ფაცაცია, თეგეტას კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი.
თეგეტა მოტორსის სწრაფი შეკვეთების მიმართულებას მომწოდებლები ჰყავს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. მრავალწლიანი თანამშრომლობის მქონე პარტნიორების დახმარებით, პროდუქცია საქართველოში მაქსიმალურად მოკლე დროში იგზავნება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაზოგოს დრო და სწრაფად შეაკეთოს თავისი ავტომობილი.
"მოგეხსენებათ, რომ მსუბუქი ავტომობილი შედგება 100 000-ზე მეტი დეტალისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია პროდუქციის ყველაზე ფართო სპექტრით, ზოგჯერ, ნაკლებად მოთხოვნადი და არასტანდარტული ნაწილების შემთხვევაში, მათი სწრაფი შეკვეთით ჩამოტანის საჭიროება დგება. ეს ეხება როგორც მსუბუქი ავტომობილის ძარის, ინტერიერისა თუ სავალ ნაწილებს, ისე ელექტრობასა და ნებისმიერ სხვა პრუდუქტს. ასეთ შემთხვევებში ჩვენი გამოცდილი გუნდი უსწრაფესად უკავშირდება შესაბამის პარტნიორს და ნაწილი საქართველოში უმოკლეს ვადაში ჩამოდის. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს სრულად გამართული სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნოთ", — აღნიშნავს კონსტანტინე ფაცაცია.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, თეგეტა მოტორსში სათადარიგო ნაწილების შეკვეთით ჩამოტანა სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ავტომობილებისთვისაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით პროდუქციის მიწოდება ასევე უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი.
"სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შემთხვევაში, ყოველი მოცდენილი დღე დიდ ფინანსურ დანაკარგებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ნაწილების უმოკლეს ვადებში მიწოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. თეგეტა მოტორსის სწრაფი შეკვეთების სერვისი სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შევქმენით. ამ ეტაპზე ნებისმიერი სათადარიგო ნაწილის ჩამოტანა შეგვიძლია და ამას ბაზარზე ყველაზე მოკლე დროში ვახდენთ. ეს კი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეკეთებული ტექნიკა უმოკლეს ვადებში დააბრუნოს მიმდინარე პროექტის განსახორციელებლად და თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯი", — ამბობს კონსტანტინე ფაცაცია.
თეგეტა მოტორსი საქართველოში მსოფლიოს წამყვან 300-ზე მეტ ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს. სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი საქართველოს მასშტაბით კომპანიის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
კომენტარები