"მონდომება, მიზანდასახულობა და მოტივაცია ქმნის წარმატებას" — პაატა მერებაშვილი
"ყოველთვის "არ გაჩერდეს" პრინციპით ვმოქმედებ" — ეს პაატა მერებაშვილის სიტყვებია, საქართველოს ბანკის გუნდის წევრისა და ჩემპიონი ძიუდოისტის.
სულ ცოტა ხნის წინ, სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში ვეტერან ძიუდოისტა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც პაატამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპის ჩემპიონობის გარდა, მის რეგალიებს შორისაა საქართველოს ჩემპიონობა. ის უკვე 18 წელია სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობს და უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
წაიკითხეთ ინტერვიუ ჩემპიონ ძიუდოისტთან და საქართველოს ბანკის გუნდის წევრ, პაატა მერებაშვილთან.
პაატა, პირველ რიგში, გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას და კიდევ მრავალ გამარჯვებას გისურვებთ. უკვე 18 წელია ძიუდოში ასპარეზობთ, როდის და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ჩემპიონატებზე წარვადგენ და ჩვენი დროშის ქვეშ ვასპარეზობ. ეს დამატებით მუხტს მმატებს და ყოველთვის არგაჩერებისკენ მიბიძგებს.
როგორც იცით, ჩვენთან, ქართლში, ჭიდაობა ძალიან პოპულარული სპორტია, აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ტარდება ქართული ჭიდაობები. სწორედ სპორტის ამ სახეობის და ბაბუის დამსახურებაა, რომ 7 წლის ასაკიდან დავიწყე ძიუდოში ვარჯიში.
გარდა იმისა რომ წარმატებული ძიუდოისტი ხართ, ასევე მუშაობთ საქართველოს ბანკშიც შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ წარმომადგენლობაში. თქვენთვის რას ნიშნავს, იყო საქართველოს ბანკის დიდი გუნდის წევრი?
ეს არის ჩემი პირველი სამსახური აქტიური სპორტის დასრულების შემდეგ. საქართველოს ბანკი არის კომპანია, რომელსაც საერთო სულისკვეთება და უკეთესი მომავლის შექმნისკენ სწრაფვა ამოძრავებს.
საქართველოს ბანკის დიდ გუნდში ყოველთვის გრძნობ მხარდაჭერას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა დეპარტამენტებისგანაც. ეს ყველაფერი კი მაძლევს სამსახურით სიამაყის განცდას და მიჩენს გუნდთან მიკუთვნებულობის შეგრძნებას.
როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე, როგორ ანაწილებთ დროს სპორტსა და ბანკს შორის?
სამუშაო დღე დილით ადრე გუნდის წევრებთან ერთად პოზიტიურად და კეთილგანწყობით იწყება. დღის მანძილზე მივდივარ სხვადასხვა ქალაქებში და ვემსახურებით ჩვენს სერვისცენტრებს. დიდი ხელშეწყობა მაქვს გუნდის წევრებისგანაც. ვარჯიშს სამუშაო საათების შემდეგაც თავისუფლად ვასწრებ. ერთმანეთს ხელს არ უშლის სამსახური და სპორტი.
აღსანიშნავი და ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩემი პირველი მწვრთნელი — გიორგი გამდლიშვილი ამჟამად არის ჩემი კოლეგა და გვიწევს ერთად მუშაობა საქართველოს ბანკის გუნდში.
რომელია თქვენი ის თვისება, რომელიც ერთნაირად გეხმარებათ როგორც ძიუდოში, ასევე საქართველოს ბანკში მუშაობაში?
ჩემთვის ასეთი თვისება სამია — მონდომებულობა, მიზანდასახულობა და მოტივირებულობა. ჩემი აზრით, ამ სამი თვისების გარეშე წარმატება ვერ მიიღწევა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები სპორტული კარიერის მიმართულებით?
ყოველთვის ვმოქმედებ პრინციპით "არ გაჩერდე". მსურს, მოცემულ რანგში მსოფლიო ჩემპიონატიც ოქროს მედლით დავასრულო.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები