ნინო წილოსანი

27 Jun. 2023, 17:08

ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ ნაციონალური მოძრაობის როგორი სახეც ხართ, იმ სახით. 

ამ სიტყვებით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ენმ-ის დეპუტატს, ანა წითლიძეს, მას შემდეგ, რაც მან მმართველი გუნდის წევრებს რუსები უწოდა. წითლიძემ მანამდე ოდიშარიას განცხადებაზე ისაუბრა და თქვა:

"ბექა ოდიშარიას განცხადებას მინდა, გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იგივე სიტყვებს, როდესაც გვეუბნებოდა, რომ თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს.

დღეს დარბაზში არ არიან და იმედია, მოუსმენენ, მაგრამ მე მინდა, მათ ვუთხრა: ბოდიში, ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელით თქვენი შეგნებით". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს

მედიის თანახმად, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს არ უშვებენ. ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი…