საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გავიდა. თანაც რამაზ სვანაძის გუნდმა ამის გაკეთება პირველი ადგილით მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალურ მატჩსაც საკუთარ კედლებში გავმართავთ. ჯგუფის მეორე ადგილოსანი პორტუგალია კი რუმინეთში ითამაშებს.
შესაძლებელი იყო საქართველო ჯგუფიდან წაგების შემთხვევაშიც გასულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეული გამართლება იყო საჭირო და თან პირველი ადგილიც დაიკარგებოდა. მეტოქეს, ნიდერლანდების ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და შესანიშნავად დაკომპლექტებულმა სტუმრებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს — იყო ძელიც, მამარდაშვილის მოგერიებებიც... თუმცა შემდეგ, საქართველომ შედარებით ამოიწია და ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი სოლო-გოლი გაიტანა, ბრწყინვალე დრიბლინგით. ამ გოლს ტურნირის საუკეთესოობაზეც ექნება პრეტენზია.
გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პაუზა იყო, მათ შორის მინდორზე ძაღლის სტუმრობის გამო, არბიტრმა ბევრი დაამატა — 5 წუთი. მსაჯი თითქოს ტაიმის დასრულებას აპირებდა, მაგრამ სტუმრებს შეტევა გააგრძელებინა და ნიდერლანდებმა მაშინ გაათანაბრა, როდესაც ამ ხუთ წუთსაც კი გადაცდა, კუთხურის შემდეგ ბურთის კარგად ამოტანა ვერ შევძელით და 1:1.
მეორე ნახევარში მომენტები ორივე კართან იყო, მაგრამ გოლი აღარ გასულა, პარალელურად კი პორტუგალიამ ბელგია დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა მაინც მოახერხა. პორტუგალია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად იყო შერაცხული, პირველ ტურში დავამარცხეთ და თანაბარქულიანობის შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გვექნებოდა, ასე რომ, იმ მატჩის ანგარიშის გათვალისწინებით საქართველო ნიდერლანდებთან წაგებითაც გავიდოდა, მაგრამ მეორე ადგილით.
ჯგუფის მოგება, უპირველეს ყოვლისა, მეოთხედფინალში მატჩის შინ ჩატარების კუთხით გახლდათ მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, საქართველო ოლიმპიადის ლიცენზიისთვის აგრძელებს ბრძოლა. მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა კი ხვალ გაირკვევა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ინგლისი, რომელმაც C ჯგუფის მოგება გაინაღდა. სავარაუდო მეტოქეები -— ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი არიან.
საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერია.
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
კომენტარები