თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა
თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, 27 ივნისს გაიმართა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, ფინანსური განათლება და სხვა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისის მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო და გასული წლის მიღწევები შეაჯამა. რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი, სტუმრებს მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი — მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე — მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები საქართველოში, რომელშიც კომპანიების თეგეტას, აგრომაქსის, ბრიმ თბილისის და გროსვატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.
"მდგრადი ბიზნესებისა და პროექტების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მხრივ, საქართველოში უკვე ბევრი საინტერესო კომპანია ოპერირებს, რომელთა მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიას, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეგვიძლია მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მდგრადი განვითარების საქმიანობის ხელშეწყობას", — ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი 2019 წლიდან წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com-ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია.
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
-
გადახედვარატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება
-
გადახედვა"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება "დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვანიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
კომენტარები