საქართველოს ბანკის და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, ქართულ სტარტაპებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს დამწყები ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობით, ტექნოპარკში ქართულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, უცხოელი ინვესტორებისთვის ქართული ტექ-კომპანიების და ტექნოლოგიური ბაზრის გაცნობა წარმოადგენდა. ქართველი სტარტაპერებისთვის კი ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესები ინვესტორებისთვის გაეცნოთ, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და პოტენციური საქმიანი კავშირები.
მოწვეულ ინვესტორებს შორის იყვნენ:
- არონ გერშენბერგი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანიის, SVB Capital-ის თანადამფუძნელებელი;
- იორამ ტიეტსი, წამყვანი გლობალური ზრდის კაპიტალის ინვესტორი ორგანიზაციის General Atlantic-ის უფროსი მრჩეველი;
- ისააკ აპლბაუმი, საინვესტიციო კომპანია MizMaa Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
- ჯონათან პულტიზერი, საინვესტიციო ორგანიზაცია Corner Ventures-ის გენერალური პარტნიორი.
ღონისძიებაში მონაწილეობა თერთმეტმა ქართულმა სატარტაპმა მიიღო, მათ შორის: Ensofy, Identomat, Arena Games, Kikliko, Arrival, Agronnect, Artisio, Phubber, Elven, Datamind და Kernel.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებმა საქართველოში არსებული სტარტაპ ეკოსისტემა შეაფასეს, ისაუბრეს როგორც მისი განვითარების, ასევე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების შესახებ და განიხილეს სტარტაპ ჰაბების ჩამოყალიბების პროცესი.
"საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტექ-კომპანიების ზრდასა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას და ინვესტორების დაინტერესებას. ამისათვის, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვუჭერთ მხარს.
საქართველოს ბანკისა და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობის ფარგლებში გამართული შეხვედრა წარმოადგენს შესაძლებლობას დამწყები ბიზნესებისთვის, დაამყარონ კავშირები ინვესტორების ფართო საერთაშორისო ქსელთან, მოიზიდონ დაფინანსება და მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სტარტაპების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები