საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის ინოვაციური პლატფორმა — ბიზნეს მენეჯერი შექმნა
საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას — ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს.
ბიზნეს მენეჯერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები ჰარმონიულად მართოს და საკუთარი ბიზნესის დირიჟორი თავად გახდეს.
პლატფორმა სამ მნიშვნელოვან პროდუქტს აერთიანებს. ესენია: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი.
Ads მენეჯერი ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში ეხმარება. კონკრეტულად კი, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, სრულიად ციფრულად შექმნას შეთავაზებები, შეარჩიოს ზუსტი სამიზნე აუდიტორია და მისწვდეს საქართველოს ბანკის 1 200 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს.
ასევე, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, შეთავაზების შექმნის მომენტიდან თვალი ადევნოს განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობას რეალურ დროში და ნახოს შეთავაზების შედეგის დეტალური რეპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმა ბიზნესს აწვდის მომხმარებლის ანალიტიკას, მათ შორის დეტალურ ინფორმაციას ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლის რაოდენობისა და დემოგრაფიული მონაცემების — მომხმარებლის ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევის შესახებ.
გადახდების მენეჯერი გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ- ნაწილ, BOG ავტორიზაციით და Google Pay-თ გადახდა) ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. უფრო კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით ბიზნესები საქართველოს ბანკის ონლაინ და ოფლაინ არხებით მიღებული გადახდების სრულიად დამოუკიდებლად მართვას ახორციელებენ. გადახდების მენეჯერი ასევე იძლევა ანგარიშსწორების სწრაფი წარმოებისა და სერვისებზე მეტი ინფორმაციის, ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას. ფუნქციონალის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ის ბიზნესისთვის ამარტივებს ისეთ საოპერაციო პროცესებს, როგორიცაა თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და ა.შ. ასევე, პლატფორმის მეშვეობით ბიზნესს აქვს საშუალება, თვალი ადევნოს ტრანზაქციულ ანალიტიკას, მაგალითად: გადახდის რომელი მეთოდია მისთვის მომგებიანი და ეფექტური. ბიზნესს ასევე ეძლევა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბარათებით ხდება უმეტესწილად გადახდა, რის საფუძველზეც შეუძლია გაიგოს ვინ არის მისი მომხმარებელი, სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი სწორი მიმართულებით.
API მენეჯერი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა API სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორი ციფრული ბიზნესებისათვის. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებელს აძლევს წვდომას ბიზნეს ინტერნეტბანკის, ღია ბანკინგის და BOG ID -ის API სერვისებზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ქმნის შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფებში, საბანკო ფუნქციონალი მარტივად ჩააშენოს.
"საქართველოს ბანკი მუდმივად აკვირდება ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ სწორედ ის პროდუქტი და სერვისი, იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ბიზნეს მენეჯერი, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს. ახალი, ინოვაციური პლატფორმა ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მართოს და ისარგებლოს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული, მისთვის სასურველი პროდუქტებითა თუ სერვისებით, მისწვდეს უფრო დიდ აუდიტორიას, უკეთესად გაიგოს თუ ვინაა მისი მომხმარებელი, ნახოს ანალიტიკა, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებს დაინახოს თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნესს განვითარებისთვის და გახდეს საკუთარი ბიზნესის დირიჟორი", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები