ბაქარი კომიდან გამოდის — ნახეთ მორიგი ნაწყვეტი ჩცდ-ის ახალი სეზონიდან (ვიდეო)
ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონის პირველი ინტრიგა იხსნება — ბაქარ ორჯონიკიძე კომიდან გამოდის. სპოილერი! სერიალის წინა სეზონი თუ არ გინახავთ, არ გეცოდინებათ, რომ ბოლო ეპიზოდში კვაზიმილიარდერ ბიზნესმენს მესამე ცოლმა ტაფა პირდაპირ თავში უთავაზა. მას შემდეგ მაყურებელს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა — რა ბედია ეწია ბაქარს, რომელმაც სიმდიდრისა და დიდების მოსახვეჭად, ფაქტობრივად, ყველაფერი იკადრა.
ჩცდ-ის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში გაგვიმხილა, რომ მე-19 სეზონში ბაქარ ორჯონიკიძე კომიდან გამოდის და ცდილობს, ამნეზიის შედეგად დავიწყებული ამბები გაიხსენოს. ამჯერად კი, სერიალის ახალი სეზონის მორიგი თიზერი გავრცელდა, სადაც სწორედ ამ სცენას ვხედავთ.
სხვათა შორის, სერიალის ახალ ფეისბუქგვერდზე ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება პატარ-პატარა ნაწყვეტები ახალი სეზონიდან. ასე გავიგეთ უკვე, რომ შავლეგო მადლიანი გაურკვეველი მიზეზით სოფელში გადასახლდა, გოცირიძეებმა ბინა გამოიცვალეს, ხოლო ტროლების მეუფე ელვირ სვინტრაძე ციხიდან თავდასაღწევ გზებს ეძებს.
ჩცდ-ის ამ დროისთვის ბოლო, მე-18 სეზონი გასული წლის ივლისში დასრულდა. მას შემდეგ სერიალის ბედი გაურკვეველი იყო. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ სერიალის დაბრუნება დააანონსა, მალევე კი ჩცდ-ის პროდიუსერისა და შემოქმედებითი გუნდისგან ახალი სეზონის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეებიც შევიტყვეთ.
ფორმულა კრეატივის შექმნილი ჩცდ მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა. ის თავდაპირველად რუსთავი 2-ზე გადიოდა, მოგვიანებით კი, 2019 წელს, სერიალის შემქმნელების დაფუძნებულ ახალ არხზე, ფორმულაზე, გადაინაცვლა.
რაც შეეხება სერიალის მე-19 სეზონს, მისი პრემიერა 7 ივლისს შედგება, ახალ სერიებს კი ყოველ პარასკევსა და შაბათს, საღამოს 10 საათზე ვიხილავთ.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
კომენტარები