საქართველოს ბანკმა და სტარტაპ გრაინდმა SVB Capital-ის თანადამფუძნებელ არონ გერშენბერგთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, ქორთიარდ მარიოტში SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან (Aaron Gershenberg) შეხვედრა გაიმართა.
SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც გლობალურად ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციას ახორციელებს. ორგანიზაციისგან მიღებული დაფინანსების შედეგად კი ტექ კომპანიებმა სწრაფად მოახდინეს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება.
შეხვედრის ფარგლებში არონ გერშენბერგმა კორპორაციებისთვის ინოვაციურ ეკონომიკაზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წამყვანი ინვესტორისგან მიეღო რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
"საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დამწყები ბიზნესების გაძლიერებისკენ და ამასთან, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბად პოზიციონირებისკენ. ჩვენ სტარტაპ გრაინდთან ერთად უკვე მრავალი წელია ვახორციელებთ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ქართული ტექ ბიზნესების საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტაპ გრაინდთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან, დარგის გლობალურ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან, რათა გაიზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოიპოვონ დაფინანსება და აღმოაჩინონ განვითარების ახალი შესაძლებლობები, რაც მომავალში მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეთვორქინგის სესიის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ სტარტაპ გრაინდის მიერ მოწვეულ ინვესტორებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ, დაემყარებინათ ახალი და პოტენციური საქმიანი კავშირები.
ინფორმაციისთვის, არონ გერშენბერგი SVB Capital-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ის სპეციალიზდება გლობალურად ვენჩურული კაპიტალის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასებაში, ასევე ქმნის უნიკალურ ღირებულებით შეთავაზებებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ, ინოვაციურ ეკონომიკაში ჩართვა.
SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია, ინვესტიციას ახორციელებს ინოვაციურ ეკონომიკაში. SVB Capital-ის აქტივები 9.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მრავალ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოქმედ სტარტაპს დაეხმარა ზრდასა და განვითარებაში. მათი პორტფოლიო მოიცავს 700-ზე მეტ Unicorn-სა და 60-ზე მეტ Decacorns-ს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები