საინტერესო დეტალები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან
რა მოხდა: გუშინ, აშშ-ის საელჩოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის გამოვიდნენ.
- ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, მინისტრები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და სასულიერო პირები.
- ის, რომ პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს პოლიტიკური შეუთანხმებლობა აქვთ, გავრცელებული კადრებიდანაც ჩანდა.
- მიუხედავად იმისა, რომ დეგნანი აშკარად ცდილობდა დაძაბულობა განემუხტა, ფოტოებში ჩანდა, რომ ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი გამოსვლისას ერთმანეთისთვის თვალის არიდებას ცდილობენ.
- აღსანიშნია, რომ კელი დეგნანმა ღონისძიებას საქართველოში ელჩის რანგში ბოლოჯერ უმასპინძლა.
რა თქვა პრეზიდენტმა: ზურაბიშვილმა ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახლა, ისე როგორც არასდროს, აშშ-ის დახმარების იმედი გვაქვს.
- მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინის და მისი ბრძოლის დამსახურებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.
- ისაუბრა რუსულ პროპაგანდაზეც — იმედი გამოთქვა, რომ დავუპირისპირდებით მას იმ ფონზე, როცა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ თავდასხმების პარალელურად, ისინი რბილი ძალის შექმნას ცდილობენ.
- "გვჭირდებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენს გვერდით იყონ. გვჭირდება მათი გვერდში დგომა კიბერთავდასხმების პირისპირ, რაც კიდევ ერთი გზაა აგრესიის და ზოგჯერ ეფექტურიც. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს ხვალინდელ დღესაც, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რის შემდეგაც გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგი", — განაცხადა მან.
რა თქვა ღარიბაშვილმა: მისი გამოსვლა აშშ-ზე საუბრით დაიწყო — თქვა, რომ ეს ქვეყანა მთელი ისტორიის განმავლობაში ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს და ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს.
- მისი განცხადებით, აშშ გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას, ხელს უწყობდა განვითარებას და პროგრესს და მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას.
- ასევე, თქვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას აშშ-სთან და ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს.
- "ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე".
- მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას "მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში".
- ამის შემდეგ კი ისევ "მშვიდობის" თემაზე აპერირებდა. მისი თქმით, სჯერა, რომ პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია, რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო".
ღარიბაშვილის მადლობა დეგნანს: ბოლო დროს აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმებისა და რიტორიკის ფონზე, ღარიბაშვილის მადლობა უცნაური დეტალი იყო.
- მან დეგნანს "ყოველივე საუკეთესო და მომავალ საქმიანობაში ულევი წარმატება", ხოლო აშშ-ს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
- "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნები თქვენი ხილვით საქართველოში [...] ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!" — ასე დაასრულა გამოსვლა.
რა თქვა ელჩმა: კელი დეგნანმა იმ ადამიანებს, ვინც ამერიკელი და ქართველი ხალხის დემოკრატიის არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ისტორიის გახსენებისკენ მოუწოდა.
- ურჩია გაიხსენონ, რა გააკეთა რუსეთმა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენისთვის, რელიგიისთვის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის.
- "დღეს კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთის უკრაინის თვითმჰყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად".
- ელჩის განცხადებით, ქართველ ხალხს არ სურს რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება და ამას ისტორია და მათ მიერ კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლებების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დასაცავად გამოხატული მრავალი პროტესტი ცხადყოფს.
- "საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა".
- "ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს".
გთავაზობთ ფოტოებს ღონისძიებიდან:
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები