"დარწმუნებული ვარ, აგრომეურნეობა საქართველოში ახლო მომავალში განვითარდება" — აგროსფეროს სტიპენდიატი, ივა ხვიჩია
აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება — ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, აგროსფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, აგროსფერო ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.
აგროსფეროს წლევანდელი სტიპენდიატები სასტიპენდიო პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე საუბრობენ. ამჯერად, ივა ხვიჩიას, აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტს გაიცნობთ.
ივა, რამ გადაგაწყვეტინათ აგრონომიის სწავლა?
სიმართლე გითხრათ, აგრონომიაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და არც განსაკუთრებული ინტერესი მქონია ამ სფეროს მიმართ. თუმცა სანამ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარებდი, აგრარულ უნივერსიტეტში გაცნობით შეხვედრაზე მივედი, მოვუსმინე ლექტორებს, რამაც ინტერესი გამიჩინა სოფლის მეურნეობის მიმართ. მოგვიანებით გავიაზრე ისიც, რომ ამ სფეროს დიდი მომავალი აქვს და გადავწყვიტე, აგრონომიას გავყოლოდი.
საიდან გაიგეთ აგროსფეროს სტიპენდიაზე? რა მიმართულებით აპირებთ სტაჟირების გავლას?
იმ სტუდენტებს ვიცნობდი, ვისაც აგროსფეროს სტიპენდია გასულ წელს ჰქონდათ დანიშნული, შემდეგ მეილზეც მივიღეთ შეტყობინება პროგრამის შესახებ. მასში მონაწილეობა მივიღე და ერთ-ერთი სტიპენდიატი გავხდი, რაც ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა ჩემთვის. სასიხარულოა, რომ გიფასდება შრომა, რომელიც სტუდენტობას ახლავს თან.
სტაჟირების გავლას სათბურში ვფიქრობ, რადგან სასათბურე მეურნეობა მაინტერესებს და მინდა, ამ მიმართულებით გავიღრმაო ცოდნა.
აგრომეურნეობაში არსებულ რა მთავარ პრობლემებს გამოყოფდით?
ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაკვალიფიცირებული კადრებია. მართალია, ჩვენს პროფესიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას, მაგრამ ის თეორიული ცოდნითაც უნდა იყოს გამყარებული. სამწუხაროდ, ქართველ ფერმერებს სწორედ თეორიული ცოდნა აკლიათ და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამას თავად პრობლემად არ მიიჩნევენ. საქართველოში ხელმისაწვდომია პროგრამები, უფასო ტრენინგები, რომლებზე დასწრების სურვილსაც ნაკლებად გამოხატავენ. ურჩევნიათ ისევ ჩვეულ, ძველ გზებს მიჰყვნენ. ფერმერთა ნაწილმა არც დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე იცის ბევრი რამ.
კარგია ის, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ იზრდება. დღეს ჩაბარების მხრივ, აგრარული უნივერსიტეტი მესამე, ხან მეოთხე ადგილზეა, რაც დიდი წარმატება მგონია. ასევე, მეტი ახალგაზრდა მიდის განათლების მისაღებად ევროპაში და დიდი ცოდნით ბრუნდება უკან. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, აგრომეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახლო მომავალში აუცილებლად განვითარდება.
როგორ ხედავთ თქვენს პროფესიულ გზას?
ჯერ ზუსტად არ ვიცი რა განხრას ავირჩევ, ამიტომ ცოტა ხნით სხვადასხვა მეურნეობაში ვაპირებ პრაქტიკის გავლას. შემდეგ კი, აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას, რათა აგრონომია საფუძვლიანად შევისწავლო. ამ ეტაპზე ჩემი ინტერესები სასათბურე მეურნეობისკენ იხრება და ვინ იცის, იქნებ ოდესმე ჩემი სათბურიც მქონდეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები