ფრიდონ ინჯია

30 Jun. 2023, 14:24


როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი. და მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერმინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღება. თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდათ, უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იქნეს.

ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, იმ ლოკაციების, სადაც ამის თაობაზე პროპაგანდა არ უნდა იყოს. მაგალითად, იქ, სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა... ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობის 98%-ში.

ეს კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ეს მოთხოვნები იყო, ათი ათასობით კაცი 30 აპრილს რომ შეიკრიბა. სწორედ ეს მოთხოვნები იყო. მაგრამ თუ ოცნება და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას, აზრი არ აქვს, რომ შევიტანოთ, ჩვენ მხოლოდ 4 ვართ. იქნება მხარდაჭერა? ეს, გარკვეულწილად, იმ პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად. სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი? ამას თქვენ უწყობთ ხელს, იმიტომ, რომ არ არის კანონი და ხართ ისე რა, არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია

დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია უსული ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც…