1000 წუთი — ღონისძიება, რომლისთვისაც დრო უნდა გამონახო
ყოველდღიური გამოწვევებითა და პასუხისმგებლობებით, საცობებით, სამსახურით, საქმიანი ურთიერთობებით თუ ათასი წვრილმანით გადაღლილებისთვის 9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება — 1000 წუთი. სად მიდის ჩვენი დრო? განსაკუთრებით სასიხარულო იქნება.
ღონისძიება ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეში — რელიეფი ბაზალეთზე გაიმართება. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები — სპორტსმენები, მწერლები, მუსიკოსები, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს წარმომადგენლები სტუმრებთან ერთად გადაიაზრებენ თანამედროვე, ციფრულ სამყაროში მცხოვრები ადამიანის გამოწვევებს.
სად მიდის ჩვენი დრო?
დროის უკმარისობით შეწუხებულს, ალბათ, ბევრჯერ გიფიქრია, რამდენად არარეალურია, დღე-ღამეში 24 საათი, რაც, სულ რაღაც, 1440 წუთია, ყველა დეტალის შესასრულებლად გეყოს.
თანაც, არც ძილი უნდა დავივიწყოთ — ყველას გაგვიგია, მათ შორის, მეცნიერების მტკიცება, რომ დღე-ღამეში 8 საათი, ანუ 480 წუთი გამოძინებისთვის უნდა გავიმეტოთ. ამგვარად, სულ 1000 წუთი გვრჩება, რომ მოვასწროთ არაერთი წვრილმანი თუ მნიშვნელოვანი საქმე — უნდა მოვიფიქროთ, რა ჩავიცვათ, ვიდარდოთ საცობებისთვის თავის არიდების გზებზე, სამსახურში დროულად მისვლაზე, ყველა საქმიანი შეტყობინების გაგზავნაზე, შეხვედრებზე, შესვენებებზე შეყვარებულთან, ოჯახის წევრთან, შვილთან თუ მეგობრებთან ურთიერთობის დროც უნდა გამოვნახოთ. მუდმივად ერთი ამბიდან მეორემდე, სამსახურის ერთი ამოცანიდან მეორემდე, მეგობრიდან მეგობრამდე დავრბივართ და ამ პროცესში არც საკუთარი თავი უნდა დავივიწყოთ.
ყოველდღიურ საზრუნავს როგორღაც ვუმკლავდებით და მეორე დღეს იგივე იწყება, მაღვიძარა არ გვაცლის, რომ ცოტა ხნით მაინც დავიმალოთ. ცხოვრება სინათლის სიჩქარით მიდის, ამიტომ აუცილებელია ერთი 1000 წუთი მაინც გაიმეტო საკუთარი თავისთვის და უბრალოდ ყველაფერი გადააფასო.
რა მოხდება რელიეფი ბაზალეთზე 9 ივლისს?
ღონისძიების სივრცე 3 საათზე გაიხსნება — ტბის პირას, ღია ცის ქვეშ საშუალება გექნება, მოისმინო, რა კავშირშია კვება მენტალურ ჯანმრთელობასთან, გაიარო კრივის მასტერკლასი, ისწავლო, როგორ არ აისახოს სტრესული გარემო ჩვენს სახეებზე სახის იოგის დახმარებით, მიიღო რჩევები, როგორ დაგეგმო შვებულება ისე, რომ შვებულებაშიც არ დაიღალო, ჭამო, დალიო ან, უბრალოდ, ჩრდილში წამოწვე და მუსიკას უსმინო.
6 საათიდან სცენა უკვე სპიკერებს დაეთმობა: ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე, რუსუდან გოცირიძე, და სხვები ისაუბრებენ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას — დროის მუდმივი დეფიციტი, ემოციური გამოფიტვა, სტრესი, შფოთვის მაღალი ხარისხი, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ტვირთი ანუ ის თემები, რაც ხშირად ყველას გვაწუხებს, მაგრამ იშვიათად თუ ვუფიქრდებით და კიდევ უფრო იშვიათად განვიხილავთ ხმამაღლა.
ფოტო: 1000 წუთი
ფოტო: 1000 წუთი
ფოტო: 1000 წუთი
დამატებითი დეტალებისა და დღის წესრიგის გასაგებად ეწვიე Facebook ღონისძიების გვერდს. ბილეთების შეძენა შეგიძლია აღნიშნულ ბმულზე.
ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: On.ge, Business Insider Georgia, საინფორმაციო პორტალი ambebi.ge, Marketer.ge, BMG, Entrepreneur Georgia, Diary და ახალგაზრდული პლატფორმა imitom.ge
ეს არ არის ღონისძიება, სადაც ყოფნა უნდა მოასწრო. ეს არის ღონისძიება, სადაც უნდა იყო.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები