8 რჩევა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ
3 ივლისს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. On.ge-ის მკითხველმა, ლიზა ჭუმბურიძემ, გადაწყვიტა, აბიტურიენტებს სასარგებლო რჩევები გაუზიაროს. ლიზამ გამოცდები უკვე წარმატებით ჩააბარა, გრანტიც მოიპოვა და დღეს თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. მის რჩევებს სტატიის სახით გთავაზობთ.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც აბიტურიენტებისთვის საკმაოდ ემოციურია. წინასაგამოცდო ღელვა და შფოთი, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გამოუცდია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე პროფესიის არჩევასა და მომავლის გეგმებს ეხება.
გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ამგვარი ემოციებით იყო დატვირთული შარშანდელი წელი ჩემთვისაც. თუმცა, საბედნიეროდ, ყოველივეს არ შეუშლია ხელი წარმატებული შედეგის დადგომასა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებაში, ამ სიხარულის გამოცდას კი ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ყოველთვის, ტრადიციულად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. ვფიქრობ, თუნდაც ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება თქვენი საგამოცდო დღეების დასაწყისი, რადგან ამან, შესაძლოა, საგულისხმოდ განაპირობოს თავდაჯერებულობის ხარისხი. სწორედ ამისათვის გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარებათ.
1. არჩევანი — პოეზია თუ პროზა?
აღნიშნული აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ აცხადებს, რომ ლექსზე არჩევანს არ შეაჩერებს, თუმცა მე გირჩევთ, თქვენი გადაწყვეტილება შთაგონებული იყოს არა სტერეოტიპებით, არამედ იმ კრიტერიუმით, თუ რომელ საკითხზე გაქვთ მეტი არგუმენტის, ლიტერატურული პარალელისა და მაგალითის მოყვანის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ განაპირობებს მაღალი ქულის მიღების შანსს.
2. არ წაიკითხოთ დასაწერი თხზულების თეზისი ტექსტის პირველად წაკითხვამდე
ვფიქრობ, კონცენტრაციის ხარისხის გაზრდისა და დეტალებზე ორიენტირებულობისთვის, მნიშვნელოვანია, უპირველესად, ზოგადად მოცემული ტექსტი გავიაზროთ, გადავხედოთ ლიტერატურულ ნიმუშს პოეზიიდან თუ პროზიდან და მხოლოდ შემდეგ ვნახოთ თეზისები. ეს დაგეხმარებათ გააზრებაში, უკეთ გაგებასა და მეტად მობილიზებაში, რაც გამოცდაზე უმთავრესია.
3. როგორ გავაკეთოთ არჩევანი თეზისებს შორის?
ეს ჩემთვისაც საინტერესო გამოწვევას წარმოადგენდა და ვფიქრობ, იგივე გამოცდილება შესაძლოა ჰქონდეთ მათაც, ვისაც ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
სწორედ ამისთვის შევიმუშავე პატარა მეთოდი: მას შემდეგ, რაც თხზულების სათაურებს გაეცნობით, შავ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ არგუმენტები ორივე მათგანზე. შემდეგ კი შეადარეთ, სადაც მეტად დამაჯერებელ და საინტერესო ვარიანტებს დაინახავთ, არჩევანი იმ თეზისზე შეაჩერეთ. ყოველივე დაგეხმარებათ, შორიდან დაინახოთ თქვენი მომავალი თხზულების იერსახე და მისი საუკეთესო ვარიაცია.
4. არ ასცდეთ თემას
თითოეული არგუმენტი, რომელიც პირველ ეტაპზე გაგახსენდებათ, არ არის საჭირო რომ გამოიყენოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, "მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია". ეცადეთ თითოეული არგუმენტი დააკავშიროთ სამსჯელო საკითხთან და არ ასცდეთ მთავარ სათქმელს, რომლის ამოცნობაც თქვენი მთავარი დავალებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია არგუმენტების სწორად განთავსება, რაშიც შემდეგი რჩევა დაგეხმარებათ.
5. შეადგინეთ გეგმა
გეგმის შედგენა უზრუნველყოფს ორგანიზებულობას, რათა არ დაგავიწყდეთ არგუმენტები, მათი თანმიმდევრობა და სხვა საჭირო დეტალები. ჩემი დაკვირვებით, უმჯობესია თუ თქვენი არგუმენტები ეტაპობრივად გაძლიერდება — ვიწყებთ შედარებით სუსტით და რაც უფრო გავდივართ დასკვნის ეტაპზე, მით უფრო მტკიცე მაგალითები მოგვყავს ჩვენს მოსაზრებებზე. ზემოთქმული თქვენს ნაშრომს გამსწორებლისთვისაც მეტად საინტერესოს და დახვეწილს გახდის. ამასთანავე, გეგმას შეუძლია უარი გათქმევინებთ შავ ფურცელზეც, რის შესახებაც ჩემს აზრს ქვემოთ მოგახსენებთ.
6. ნუ დაწერთ მთელ თხზულებას შავ ფურცელზე
ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს განკარგულებაში არსებული დრო შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მცირე დროის მონაკვეთი შეიძლება გჭირდებოდეთ რეპეტიტორთან ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად, ყოველივე გამოცდაზე გაცილებით მეტ კონცენტრაციას და, შესაბამისად, მეტ რესურსს მოითხოვს. შავი ფურცელი გამოიყენეთ ცალკეული, საყოყმანო წინადადებების დასახვეწად. თუ გეგმას თანმიმდევრულად მიყვებით და ამ მითითებასაც დაიცავთ, ხელახლა გადახედვის საშუალებაც გექნებათ და თქვენი თხზულება მეტად დახვეწილი გამოვა.
7. გაითვალისწინეთ სიტყვების რაოდენობა
გამოცდაზე მნიშვნელოვანია რომ ჩაეტიოთ პასუხების ფურცლის ფარგლებში და არ გადააჭარბოთ მას. გეგმის არსებობა აღნიშნულშიც დაგეხმარებათ. ასევე, სულ რომ არ იყოს ეს შეზღუდვა, თუ მართლწერა თქვენი სუსტი წერტილია, გახსოვდეთ: რაც უფრო დიდია ტექსტი, მეტია გრამატიკული შეცდომების არსებობის ალბათობაც.
8. დაივიწყეთ, რომ გამოცდაზე ხართ
ქართული ენის გამოცდის ყველა სირთულე დაძლევადი გახდება მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ, რომ არაფერია სანერვიულო. ამ შეგრძნების მალევე დაუფლებისთვის მიდით საგამოცდო ცენტრში შედარებით ადრე, დაიკავეთ თქვენი ადგილი და გარემოც მეტად ორგანული გახდება თქვენთვის, რაც ღელვის გაქრობაში დაგეხმარებათ.
დაბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მკითხველს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი რჩევები გამოგადგებათ. აბიტურიენტობა ძალიან საინტერესო ეტაპია, რომლის გადამწყვეტ საფეხურებზეც ახლა დგახართ. გახსოვდეთ, რომ არ მიანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა არცერთ ქულას, იყავით მომავალზე ორიენტირებული და შედეგიც არ დააყოვნებს!
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
კომენტარები