ფანები ფიქრობენ, რომ ოლივია როდრიგოს ახალი სიმღერა "ვამპირი" ტეილორ სვიფტზეა
ამერიკელი მომღერალი ოლივია როდრიგო რამდენიმე დღის წინ ახალი სინგლით დაბრუნდა. სიმღერა, სახელწოდებით ვამპირი, მუსიკოსის რიგით მეორე ალბომიდანაა. როდრიგომ განაცხადა, რომ კომპოზიცია "დაბნეულობასა და გულისტკენაზეა" და ის "სინანულისა და ბრაზისგან" გათავისუფლებაში დაეხმარა.
ასეთი აღწერისა და სიმღერის ტექსტის გათვალისწინებით, მომღერლის ფანებმა თავიდან იფიქრეს, რომ ვამპირი როდრიგოს ყოფილ პარტნიორს, ადამ ფეიზს, უკავშირდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსთან დაახლოებულმა წყარომ ეს ხმები უარყო, ინტერნეტმომხმარებლებმა დაასკვნეს, რომ სიმღერა, არც მეტი, არც ნაკლები, ტეილორ სვიფტს ეძღვნებოდა.
"ბოდიში, მაგრამ ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სიმღერაში ნახსენები სისხლისმსმელი ვამპირი ტეილორ სვიფტი არაა. თუმცა, ისეა გამოყვანილი, თითქოს ბიჭზე მღერის", — წერს ტვიტერზე ერთ-ერთი მათგანი.
რა მოხდა ტეილორსა და ოლივიას შორის
გავრცელებული ხმები, წესით, გასაკვირი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ როდრიგო თავის დროზე "სვიფტის ყველაზე დიდ ფანად" მოიხსენებდა საკუთარ თავს. მეტიც, არაერთხელ განუთავსებია ინსტაგრამზე ტეილორთან ინტერაქციის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. ამასთან, სვიფტს როდრიგოსთვის ხელნაწერი წერილები და საჩუქრებიც კი გაუგზავნია. მოკლედ, ორი მუსიკოსის ურთიერთობა ნამდვილად მეგობრულად გრძელდებოდა, სანამ...
სანამ მათ შორის განხეთქილების ვაშლი გაგორდებოდა. საქმე ისაა, რომ ოლივიას სადებიუტო ალბომში Sour (2021), რამდენიმე სიმღერის გამოსვლის შემდეგ მათ თანაავტორად ტეილორი და მისი პროდიუსერი ჯეკ ენტონოფიც მიეწერნენ. როგორც ჩანს, სვიფტის გავლენა მხოლოდ ინსპირაციად არ დარჩენილა და ოლივიამ ტეილორის სხვადასხვა ჰიტიდან აკორდებიც "ისესხა". ავტორად მითითების შემდეგ კი, როდრიგოს თავისი სიმღერებიდან მიღებული შემოსავლის სვიფტთან და მის გუნდთან გაყოფაც მოუწია.
მოგვიანებით, მომღერალ ალანის მორისეტთან საუბრისას, ამ უკანასკნელმა თავისი კარიერის ადრეული წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ "ბულინგისა და შურის" სამიზნედ იქცა, ერთ დროს მისთვის სათაყვანებელი ადამიანები კი უხეში ხალხი აღმოჩნდა. ოლივიამ განაცხადა, რომ თავადაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდა.
თუმცა, ოლივიასა და ტეილორს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაცივდა, რაც ორივე მათგანი 2022 წლის გრემის ნომინანტებს შორის აღმოჩნდა. თავდაპირველად, ტეილორი წარდგენილი იყო თავისი ალბომითაც და ოლივიას სიმღერების თანაავტორადაც. თუმცა, მოგვიანებით დაჯილდოების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს შეცდომა იყო და სვიფტი და მისი გუნდი აღარ იქნებოდნენ ნომინირებული, როგორც როდრიგოს ალბომის თანაავტორები. როგორც ფანებმა შენიშნეს, ამის შემდეგ ტეილორი და ოლივია ერთად აღარ გამოჩენილან. მოგვიანებით, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ "გამაღიზიანებელია", როცა მის შემოქმედებითობას ხაზს უსვამენ და მას სხვას მიაწერენ.
სვიფტსა და როდრიგოს კი საერთო ფოტო არც წლევანდელ გრემიზე არ გადაუღიათ. სამაგიეროდ, ტეილორი მომღერალსა და მსახიობს, საბრინა კარპენტერს, დაუახლოვდა, რომელიც ოლივიას "მეტოქედ" მიიჩნეოდა. ფანების აზრით, როდრიგო თავის ჰიტში Driver’s License სწორედ მას გულისხმობს "იმ ქერა გოგოში", რომელიც საკუთარ თავში "აეჭვებს" და "შიშებს" უჩენს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, უკვე აღარაა გასაკვირი, რატომ ფიქრობენ ფანები, რომ სიმღერა ვამპირი სწორედ ტეილორს ეძღვნება. მით უფრო, რომ ზოგიერთმა სიმღერის სიტყვებში ქვეტექსტიც ამოიკითხა. მათი შეფასებით, ვამპირი, ანუ სისხლის მწოველი არსება, მეტაფორაა, რომელიც მიანიშნებს, როგორ იღებდა სვიფტი ფინანსურ სარგებელს ოლივიას ჰიტებიდან. ამასთან, როდრიგოს ახალ სიმღერაში ნათქვამია, რომ "ვამპირი" მხოლოდ ღამით გამოდის — ეს კი ასევე შეიძლება იყოს მინიშნება ტეილორის ბოლო ალბომზე Midnights ("შუაღამეები"), რომელიც, მუსიკოსის თქმით, "უძილო ღამეებში" დაწერა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტეილორ სვიფტს მუსიკის ინდუსტრიაში ცნობილ ადამიანთან ურთიერთობა დაეძაბა. სხვადასხვა დროს, მომღერალს მტრობდნენ კანიე ვესტი, დემი ლოვატო, კეტი პერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი.
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
კომენტარები