METROPOL-მა აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად Louvre Hotels Group შემოიყვანა
2023 წლის ივნისში, დეველოპერულ კომპანია მეტროპოლსა და ფრანგულ, საერთაშორისო სტუმარ-მასპინძლობის კომპანია Louvre Hotels Group-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მეტროპოლი აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად შემოიყვანს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ბრენდს, Royal Tulip-ს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში ამჟამად ორი დიდი საინვესტიციო პროექტის — კუბისა და ოვალის მშენებლობა მიმდინარეობს. Louvre Hotels Group-ის ევროპული განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, ჯორჯ შლეგელი ხაზს უსვამს წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც სრულიად ახალ ეტაპს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.
ბიზნეს კლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ. ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს. ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი, აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი — Metropol OVAL-ი ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე, მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.
2027 წლის ბოლოს, CUBE-ისა და OVAL-ის პროექტები სრულად ამოქმედდება, რომლებშიც, შესაბამისად, Royal Tulip Cube და Royal Tulip Oval იქნება წარმოდგენილი.
"თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საერთაშორისო ფრანგულ ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან, რომელთან ერთადაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ 5* სასტუმროების ქსელს Royal Tulip-ს, პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სს თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
კუბის მშენებლობა გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და პროექტზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 150 მუდმივი სამუშაო ადგილი. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის", — მეტროპოლის მმართველი პარტნიორი, გიორგი მხეიძე.
მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცისგან, ესენია Royal Tulip სასტუმრო, საინვესტიციო აპარტამენტები და პირველი კლასის ინფრასტრუქტურა. საინვესტიციო აპარტამენტები მართვაში გადაეცემა საერთაშორისო ჰოსფითალითი მენეჯმენტ კომპანიას, რაც თანაინვესტორს საშუალებას მისცემს, აპარტამენტის შეძენისას მიიღოს სტაბილური შემოსავალი.
მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის მომხმარებლები — პროექტის თანაინვესტორები არიან საქართველოს რეზიდენტი, ასევე რეზიდენტი პირები, მეტროპოლი თანაინვესტორებისთვის ნერგავს მართვის სრულიად ინოვაციურ სისტემას, სადაც პირადი კაბინეტის საშუალებით თანაინვესტორი შეძლებს თვალ-ყური ადევნოს შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებს, მიღებულ სერვისებს. აპარტამენტის მესაკუთრეები მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიიღებენ ინფორმაციას თავიანთი ქონების შესახებ.
"3 წლის განმავლობაში, მეტროპოლი ინვესტიციის ზომით ნახევარ მილიარდ ლარს გადასცდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ჯამურად 516 200 კვ. მ.-ზე დაგეგმილია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა. ბათუმის ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯამურად 180 ნომრით. პროექტების მშენებლობისას, 4 წლის განმავლობაში, დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მოიზიდავენ უფრო მეტ ტურისტს. აღნიშნული სასტუმროების არსებობას შეუძლია, მოიზიდოს სხვა ბიზნესები და ინვესტორები, ხელი შეუწყოს მხარდამჭერ ბიზნეს გარემოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არამარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის", — აცხადებენ კომპანიაში.
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
კომენტარები