11-12 ივლისს, საქანიმას ორგანიზებით, ანიმაციის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის (საქანიმა) ინიცირებით, 11–12 ივლისს, თბილისში გაიმართება ანიმაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია, ანიმა თბილისი 2023 — ანიმაციის ხელოვნება: დღეს და ხვალ.
კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, რეჟისორებს, ანიმატორებსა თუ განათლების სისტემის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, ისაუბრონ ამ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევბზე, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.
კონფერენციის მომხსენებლებს შორის იქნებიან:
- ოსკაროსანი კომპოზიტორი და ხმის არტისტი, ნიკოლა ბეკერი;
- ვეს ანდერსონის ძაღლების კუნძულის და ტიმ ბარტონის Frankenweenie-ის წარმოების ხელმძღვანელი, ანჯელა პოშეტი;
- ბრუკლინის ოსკაროსანი ანიმაციური სტუდიის დამფუძნებლები ადამ და ჯეიმს ბელფერები და ბევრი სხვა პროფესიონალი.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ანიმატორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიცნონ საერთაშორისო ანიმაციის წარმომადგენლები, მიიღონ მონაწილეობა დარგში საუკეთესო სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებში. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტში იზაბელა პლუჩინსკა ჩაატარებს 2-დღიან ვორქშოფს 6 და 7 ივლისს. კონფერენცია გააერთიანებს პანელურ დისკუსიების, ქართველი დამწყები ანიმატორების პროექტების წარდგენას (ე.წ. "პიჩინგი"), ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს.
წელს ანიმა-თბილისი Film Industry Meetups-თან თანამშრომლობს და კონფერენციის ფარგლებში, 12 ივლისს მათ სესიას უმასპინძლებს განათლების თაობაზე. კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და ა.შ.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან:
- თბილისის მერია, საქართველო (Tbilisi City Hall, Georgia);
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ( Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia);
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (Georgian National Tourism Administration);
- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველო (Georgian National Film Center, Georgia);
- USAID/საქართველოში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (USAID Georgia Economic Security Program);
- ფონდი კეტარი (KETTARY Foundation).
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- საქანიმა (SaqAnima);
- უკიო, საქართველო (UKIYO);
- კინოცენტრი "ქართული ფილმი-აფხაზეთი" (Film center Georgian Film-Abkhazeti).
კონფერენციის პარტნიორები არიან:
- საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (Goethe-Institut Georgien);
- პოსტრედ აკადემია POSTRed Academy;
- Unfound Door;
- ფილმ სტუდია კვალი Film studio KVALI;
- საქართველოს პირველი არხი (Georgian Public Broadcaster).
საქანიმას პრესკონფერენცია 7 ივლისს, 11 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის ქუჩა 35) გაიმართება, ანიმაციის საერთაშორისო მე-2 კონფერენცია კი საქართველოს ეროვნულ არქივში, ვაჟა ფშაველას #1-ში გაიმართება.
-
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
კომენტარები