შსს ჰომოფობიურ, ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს
უწყების განცხადებით, მათი ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
- მათივე თქმით, 8 ივლისს, კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
- "აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას".
გარდა ამისა, ამბობენ, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ იმ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დაშვებულ ფარგლებს.
- ასევე, მოუწოდებენ მოძალადე, ჰომოფობიურ ჯგუფებს — ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაში შეკრებას და "კონტრაქციის" გამართვას გეგმავენ, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
- "დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად".
- ასევე, მოუწოდებენ ადგილზე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შსს-თან.
თბილისი პრაიდი თბილისი პრაიდის პირველი ორი ღონისძიება — კვირეულის გახსნა და საერთაშორისო კონფერენცია უკვე გაიმართა.
- "სიყვარულს ვერ დაამარცხებ" — წლევანდელი კვირეულის მთავარი სათქმელია.
- ხვალ, 8 ივლისს კი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა იდაგეგმილი.
- იქ მისულ სტუმრებს უამრავი საინტერესო კუთხე, ვორქშოფები სხვადასხვა საკითხზე, გამოფენები და არაერთი აქტივობა დაგხვდებათ.
- გარდა ამისა, ფესტივალზე იმღერებს არაერთი მუსიკალური ჯგუფი, მათ შორის, Bedford Falls, 4D Monster Lobsters და სხვა.
რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინო: კვირეულის ორგანიზატორები, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ამბობენ, რომ ფესტივალის დღეს, შესაძლოა, დაძაბული ან სახიფათო სიტუაციები შეიქმნას.
- თბილისი პრაიდი მოქალაქეებს ურჩევს, ფესტივალის დღეს მოერიდონ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონადაა მონიშნული.
- ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად.
- მათი რჩევაა, დატენოთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს.
- ხოლო, თუკი ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პრაიდის გუნდს, ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები