ვიყიდოთ თუ გავყიდოთ — Nvidia-ს აქციები კვლავ ყურადღების ცენტრშია
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის გარშემო ატეხილი ბუმის ფონზე Nvidia განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე კვირის წინ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს მიაღწია, რის გამოც კომპანიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.
ბოლო ხუთი წლის ჭრილში ჩიპების მწარმოებელი კომპანიის შემოსავლები 22%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს მონაცემი მომდევნო სამ წელში დამატებით 24%-ით გაიზრდება.
ამის ფონზე, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ზოგიერთ ქვეყანაში AI ჩიპების ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს, რამაც, შესაძლებელია, Nvidia-ს ჩინეთში გაყიდვებს პრობლემები შეუქმნას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის მთავრობა ჩინეთში ჩიპების გაყიდვაზე კონტროლს ამკაცრებს. გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანერგა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ნახევარგამტარების მწარმოებელ გიგანტს სპეციალური ლიცენზიის მიღების გარეშე A100 და H100 ჩიპების ექსპორტი ჩინეთში აეკრძალა. იმ დროისთვის კომპანიის სავარაუდო დანაკარგი კვარტალში 400 მილიონი დოლარი იქნებოდა, თუმცა, Nvidia-მ გამოსავალი ნახა და სხვა კატეგორიის, ნაკლებად დახვეწილი A800 და H800 ტიპის ჩიპები შექმნა.
არსებული სიტუაციის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ ახლა კომპანია გაცილებით გაზრდილია, ვიდრე გასული წლის სექტემბერში იყო. ამასთან, ბოლო პერიოდში AI-ზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა, ხოლო მიწოდება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მას.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი ჯოზეფ მურის შეფასებით, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერიოდში არსებულმა გადაწყვეტილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანიის აქციების ფასებზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ AI-ზე მოთხოვნა მკვეთრად მაღალი რჩება, ეს გავლენა "დიდ შეფერხებას" არ გამოიწვევს.
როგორც უკვე აღინიშნა, ბოლო წლებში Nvidia-ს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. არსებული მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 456,95 დოლარია, რაც მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, 211%-ით არის გაზრდილი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ერთ წელში კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება კიდევ გაიზრდება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომენტარები