აშშ-ის საელჩო

8 Jul. 2023, 20:33

დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.

ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსული ჯგუფების მიერ პრაიდის ფესტივალის ჩაშლას. მიუხედავად შსს-ს მიერ საჯაროდ დადებული პირობისა, რომ დახურულ სივრცეში უსაფრთხოებას დაიცავდნენ, ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიიდან ევაკუაცია მოუწია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

CENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას

რა ხდება: ორგანიზაცია CENN-ი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი რუსული კანონის მიღებას მესამე…