როგორია უორენ ბაფეტის პორტფელი — ტოპ-5 კომპანია და სრული სია
უორენ ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. მეტიც, მას ცოცხალ ლეგენდადაც მოიხსენიებენ. Forebs-ის მიხედვით, ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-6 ადგილზეა და მისი პირად ქონება $114,9 მილიარდს შეადგენს.
ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მთავარი აქციონერი და ხელმძღვანელია, რომელიც, თავის მხრივ, ათეულობით კომპანიას ფლობს, რომელთა აქციების საბაზრო ღირებულება 300 მილიარდზე მეტია.
მიმდინარე წლის 15 მაისის ანგარიშის მიხედვით, ბაფეტის პორტფელში ეს ტოპ-5 კომპანია ირიცხება: Apple, Bank of America, Chevron, Coca Cola და American Express.
- APPLE (AAPL) — მსოფლიოს უმსხვილესი ტექ-გიგანტი ბაფეტის პორტფელის თითქმის ნახევარს, 46,44%-ს იკავებს. ინვესტორი ამ კომპანიის 915 მილიონ აქციას ფლობს. ბოლო მონაცემებით, APPLE-ის ერთი აქციის ღირებულება 190,68 დოლარია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარზე მეტია.
- BANK OF AMERICA CORP (BAC) — ამ უმსხვილეს ბანკს ბაფეტის პორტფელში 9,09%-იანი წილი აქვს. ინვესტორი Bank Of America-ს 1 მილიარდზე მეტ აქციას ფლობს. ბოლო ინფორმაციით, ამ კომპანიის ერთ აქციას 28,53 დოლარად შეიძენ. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 227,36 მილიარდი დოლარია.
- AMERICAN EXPRESS (AXP) — ეს კომპანია ბაფეტის პორტფელში მესამე ადგილზეა. ინვესტორი AMERICAN EXPRESS-ის 151,6 მილიონ აქციას ფლობს. არსებული მონაცემებით ამ კომპანიის ერთ აქციას 169,80 დოლარად შეიძენ — მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 126,2 მილიარდია.
- COCA COLA (KO) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ბრენდი ბაფეტის პორტფელში 7,63%-იანი წილით არის წარმოდგენილი. ინვესტორი ამ კომპანიის 400 მილიონ აქციას ფლობს. ამჟამად COCA COLA-ს ერთი აქცია 59,76 დოლარად ივაჭრება. ბოლო მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 258,4 მილიარდი დოლარია.
- CHEVRON (CVX) — ეს აშშ-ის მულტინაციონალური გაზისა და ნავთობის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაფეტის პორტფელში 6,65%-იანი წილით არის წარმოდგენილი. ინვესტორი ამ კომპანიის 132 მილიონ აქციას ფლობს. ბოლო ინფორმაციით, კომპანიის ერთი აქცია 154,22 დოლარი ღირს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 288,3 მილიარდი დოლარია.
ბაფეტის პორტფელის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რაც შეეხება ბაფეტის უცხოურ ინვესტიციებს, 2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ინვესტორმა 6 მლრდ დოლარი 5 უმსხვილეს იაპონურ კორპორაციაში ჩადო: Mitsubishi Corp., Mitsui & Co., Sumitomo Corp., Itochu Corp. და Marubeni Corp. ამასთან, 2022 წელს Berkshire Hathaway-მ ამ კომპანიებში ინვესტიციების მოცულობა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ბაფეტმა ინვესტიცია გაზარდა ნავთობის მწარმოებელ კომპანია Occidental Petroleum-ში. ამჟამად, ბაფეტის კომპანია Occidental Petroleum-ის 24,9%-ის მფლობელია.
საინვესტიციო სამყაროში უორენ ბაფეტის ყველა ნაბიჯს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ბევრი დამწყები და გამოცდილი ინვესტორი მას საუკეთესო მასწავლებლად მიიჩნევს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა D>riveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები