"აუცილებლად უნდა გახდეთ საქართველოს ბანკის ლიდერატორი და აღმოაჩინოთ უსაზღვრო შესაძლებლობები" — ლადო ტყემალაძე, ლიდერატორი
"შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია არ გაჩერება და დასახული მიზნისკენ სწრაფვა", — სწორედ ამ გზავნილებს ავრცელებს საქართველოს ბანკი, რომელიც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ბანკი 2017 წლიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორს ახორციელებს. დღეისათვის მასში მონაწილეობა 295-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა უმრავლესობა ახლა კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
ლიდერატორის პროგრამის ყოფილი მონაწილეა ლადო ტყემალაძეც, რომელიც ამჟამად ასოცირებული კორპორაციული ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს კორპორაციულ საბანკო დეპარტამენტში.
როგორც იხსენებს, სტუდენტური დასაქმების პროგრამის შესახებ უფროსი მეგობრებისგან გაიგო, რომლებმაც საქართველოს ბანკში მუშაობა პროგრამის დასრულების შემდეგ დაიწყეს.
"ჩემი მეგობრების დადებითმა გამოცდილებამ, ჩემში ლიდერატორის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) მესამე კურსის სტუდენტი (ფინანსების კონცენტრაციით) ვიყავი, როდესაც აპლიკაციის შევსება გადავწყვიტე. ჩემს მიზანს ლიდერატორში მოხვედრა წარმოადგენდა", — იხსენებს ლადო.
მისი თქმით, როტაციის შესაძლებლობა ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომელმაც პროგრამაში მონაწილეობის პერსპექტივა მისთვის კიდევ უფრო მეტად ღირებული გახადა.
"როტაცია ნიშნავს, რომ ერთი პროგრამის ფარგლებში შეგიძლია ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა, სხვადასხვა სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების შიდა სამზარეულოს გაეცნო. ხოლო ფაქტი, რომ ლიდერატორი სრულად მორგებულია სტუდენტის სასწავლო გრაფიკზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", — განმარტავს ლადო.
მისი პირველი როტაცია გალტ & თაგარტის საინვესტიციო ბანკინგის (IB) მიმართულებით იყო. 10 თვის განმავლობაში მან 5 სხვადასხვა დეპარტამენტში მიიღო მუშაობის გამოცდილება.
"როტაციების საშუალებით კომპლექსური პროცესის დეკომპოზიცია მოხდა, რამაც შესაძლებლობა მომცა სრული სურათი დამენახა და ამომერჩია ის საქმე, რომელიც ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. გარდა პროფესიული გამოცდილებისა, დეპარტამენტების ცვლილების შედეგად გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ", — აღნიშნავს ლადო.
როგორც ამბობს, როტაციის დასრულების შემდეგ, საბოლოო არჩევანი მან კორპორაციული ანალიტიკის დეპარტამენტზე გააკეთა. ამბობს, რომ წლების გასვლასთან ერთად ლიდერატორი მუდმივად ვითარდება, ყოველწლიურად ხდება ახალი პროგრამების დამატება, რაც პირდაპირპროპორციულად საკუთარი თავის აღმოჩენის უფრო მეტ შესაძლებლობასთან ასოცირდება.
ამიტომ, თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ახლა იწყებს კარიერულ წინსვლას, ურჩევს, აუცილებლად მიიღონ ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა და საკუთარი ინტერესები ერთ კონკრეტულ როტაციას მოარგონ.
"უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტები შეძლებენ, რომ თეორიული ცოდნა სამუშაო პროცესში გადაიტანონ და საკუთარი თავი პრაქტიკულ დავალებებში გამოცადონ. რეგულარული უკუკავშირის მიღება კი ლიდერატორებს დაეხმარება, ყოველი ახალი დღე განსხვავებული უნარისა და ცოდნის მომტანი გახადონ", — ამბობს ლადო.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
კომენტარები