AI კომპანიები, რომლებიც 2023 წელს აქტუალურობას შეინარჩუნებენ
ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა. მას კომპანიები საკუთარი სერვისების გაძლიერებისთვის იყენებენ, რათა დაზოგონ რესურსები და განავითარონ საკუთარი პროდუქტები და მომსახურება.
მაგალითისთვის, Google ხელოვნურ ინტელექტს Gmail-ში მომხმარებლებისთვის სპამების გასაფილტრად იყენებს. Amazon-თვის ის მომხმარებელთა რეკომენდაციის გაწევის საშუალებაა, ხოლო Netflix-ი AI-ს როგორც რეკომენდაციებისთვის, ისე კონტენტის შესაქმნელად იყენებს.
ახლახან OpenAI-ს ChatGPT-მა აჩვენა თუ როგორი უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს ტექსტების, ბგერებისა და თუნდაც იდეების გენერირებაში. ამასთან, აქ გამოჩნდა AI-ს დიდი პოტენციალიც.
არსებობენ კომპანიები, რომლებიც AI-თან პირდაპირ არიან დაკავშირებულნი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი ყიდიან ხელოვნური ინტელექტის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობებს. მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის ტექნოლოგიურ სერვისებს. ასეთი კომპანიების ფასიან ქაღალდებს ხელოვნური ინტელექტის აქციებსაც უწოდებენ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ მათ შესახებ გიყვებით.
1. NVIDIA (NVDA)
NVIDIA ჩიპების მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა, რომლის წარმოებული პროდუქტიც სხვადასხვა სექტორში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის ჭრილში კომპანიის შემოსავლები 22%-ით არის გაზრდილი და ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს მონაცემი მომდევნო სამ წელში დამატებით 24%-ით გაიზრდება.
ბოლო მონაცემების მიხედვით, Nvidia ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ჩიპების მწარმოებელ უმსხვილეს მომწოდებლად გვევლინება. მაგალითად, 2023 წლის AI-ის მთავარი პროდუქტი ChatGPT სწორედ NVIDIA-ის მოწყობილობის ჩართულობით გაეშვა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთ წელში კომპანიის აქციების ფასი 168%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, NVIDIA-ის ერთი აქციის შეძენა 456 დოლარად არის შესაძლებელი.
2. International Business Machines (IBM)
ეს კომპანია მსხვილ საწარმოებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს. აქ საუბარია მრავალწლიან, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებებზე, რომლებსაც IBM არაერთ კომპანიასთან რეგულარულად აწერს ხელს.
IBM-ს აქვს სტრატეგია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაზარდოს ეფექტურობა და შეამციროს ხარჯები. მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში ამ კომპანიის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმების შესაქმნელად, ახალი მედიკამენტების ბაზარზე შემოტანის პროცესის დასაჩქარებლად და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
უნდა ითქვას, რომ ბაზრის კვლევის კომპანიამ IDC-მა 2020 წელს IBM ხელოვნური ინტელექტის პროგრამული პლატფორმების ლიდერად დაასახელა და თქვა, რომ ის ბაზრის 13,7%-ის იკავებდა.
3. Microsoft (MSFT)
Microsoft-მა ტექ სტარტაპებში ინვესტირება 2019 წელს დაიწყო. სულ ახლახან კი დამატებით 10 მლრდ დოლარი ჩადო OpenAI-ში ChatGPT-ის გაშვების პარალელურად.
კომპანიამ წარადგინა საკუთარი Bing საძიებო სისტემის ახალი ვერსია, რომელიც გაშვებულია ChatGPT-ის გამოყენებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Microsoft-ში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ არაერთ სიახლეს აანონსებენ.
სატია ნადელამ, რომელიც კომპანიის CEO-ა, არაერთხელ თქვა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ის სამომავლოდ მთავარ კომპიუტერულ სისტემად ხედავს. ბოლო პერიოდში კომპანიის მხრიდან განხორციელებული 10-მილიარდიანი ინვესტიციაც ამ რწმენის არსებობის დასტურია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კომპანიები AI-თან დაკავშირებულ ისეთ აქციებს ფლობენ, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნებიან. გასათვალისწინებელია, რომ ბაზრის ექსპერტები ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებას გვირჩევენ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა D>riveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები