ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლეს" ოსკაროსანი პროდიუსერები სერიალად იღებენ
გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, მსოფლიო ბესტსელერად ქცეულ რომანს მერვე სიცოცხლე (ბრილკას) გერმანიაში სერიალად გადაიღებენ. პროექტის პროდიუსერები ოთხგზის ოსკაროსანი ფილმის All Quiet on the Western Front შემქმნელები არიან. მათთან ერთად, გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, ხარატიშვილის რომანის ეკრანიზაციაზე ემის მფლობელი სტუდია The Ink Factory იმუშავებს. პროექტის ხელმძღვანელი კი არაერთი წარმატებული ფილმისა და სერიალის შემქმნელი, სარა ლამბერტი, იქნება.
"მერვე სიცოცხლე თამამი, ემოციური და თვითმყოფადი ლიტერატურის ნიმუშია, რომელიც წარსულსა და აწმყოში მცხოვრები ქალების ხმას მკაფიოდ გვაგონებს", — აცხადებენ ოსკაროსან კომპანია Amusement Park-ში, — "ეს რომანი სერიალად ქცევისთვისაა გაჩენილი. ძალიან გვიხარია, რომ ამ გრანდიოზული პროექტის ნაწილი გავხდით და საშუალება მოგვეცა, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებთან, The Ink Factory-სთან და სარა ლამბერტთან ვითანამშრომლოთ".
2014 წელს გამოცემული მასშტაბური რომანი, მერვე სიცოცხლე (ბრილკას), ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ნინო ხარატიშვილი კი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მწერლის წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. მერვე სიცოცხლით ავტორი გახდა ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტიც. ხარატიშვილს გერმანიაში ასევე მიღებული აქვს კარლ ცუკმაიერის მედალი და გიზელა ელსნერის პრემია.
წინა წლის მიწურულს ქართულად ითარგმნა მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი უკმარი სინათლე. აღნიშნული წიგნი შარშანდელ ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო რომანს შორის დაასახელეს, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. ჯერ კიდევ ორიგინალურ ენაზე გამოცემამდე უკმარი სინათლის თარგმნის უფლება 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომცემელ HarperCollins-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემიდან მესამე დღეს ტირაჟი ამოიწურა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები